ნოდიკო ტატიშვილი

„ყველა სტილი რომ უხდება, ეს ის ადამიანია“ ნოდიკო ტატიშვილის ცნობა გაგიჭირდებათ

127
(განახლებულია 21:17 11.06.2021)
შოუბიზნესის ერთ-ერთმა კაშკაშა ვარსკვლავმა სტილის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი ნოდიკო არავის არასდროს უნახავს. შთამბეჭდავი გარდასახვა – როგორ გამოიყურება შემსრულებელი და რა შეიცვალა მან იმიჯში?

ზაფხული ახალ ემოციებთან და თავგადასავლებთან ასოცირდება, ნოდიკო ტატიშვილისთვის კი იმიჯის შეცვლას უკავშირდება. მომღერალმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო. არტისტმა წვერი გაიზარდა, ხოლო თმა გადაიპარსა. მართალია, ნოდიკო უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა დადებითი გამოხმაურებები უკვე დაიმსახურა. მის ოფიციალურ გვერდზე, რა თქმა უნდა, მდედრობითი სქესის წარომადგენლები დომინირებენ, რომლებმაც შემსრულებლის გადაწყვეტილება კომპლიმენტებით შეამკეს. როგორ მოგწონთ ვარსკვლავის თამამი ნაბიჯი და ახალი სტილი?

ნოდიკო ხშირად მოგზაურობს. მის სიმღერებში ევროპული ჟღერადობა იგრძნობა, ხოლო დუეტში ჩაწერილი სიმღერები დიდ გამოხმაურებას იწვევს. მისი და სალომე ბაკურაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ ერთი წლის მანძილზე 12 მილიონი ნახვა დააგროვა.

მომღერლის უშუალო, პოზიტიური და ხშირად გულწრფელი ემოციები მაყურებელში დიდ სითბოს იწვევს. ნოდიკო ტატიშვილი ქართულ შოუბიზნესში იმითაცაა გამორჩეული, რომ სკანდალებში არ ეხვევა. მასზე ნეგატიურ კონტექსტში არავინ საუბრობს. ამასთანავე, შემსრულებელი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს.

34 წლის შემსრულებელი მრავალი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეა. მათ შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია“. 2013 წელს ნოდიკო ტატიშვილი სოფო გელოვანთან ერთად, თბილისში ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. კონკურსი შვედეთის ქალაქ მალმიოში ჩატარდა. აქ ნოდიკომ და სოფომ საკუთარი თავი ღირსეულად წარადგინეს, თუმცა სიმღერამ Waterfall მათ მე-15 ადგილი არგუნა.

127
თემები:
ქართველი სელებრითები (462)
მარიამ კუკუნაშვილი

„ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა... - მარიამ კუკუნაშვილი ია ფარულავას დაუპირისპირდა

33
(განახლებულია 10:38 17.06.2021)
მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში პირად ტრაგედიაზე პირველად ისაუბრა და მეგობრებს - ია ფარულავას და დალი ჩიტალაძეს საჯაროდ დაუპირისპირდა

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის, NEW LIFE-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე წერს, რომ სექტემბერში ქმარმა სხვა ქალის გამო მოულოდნელად მიატოვა და დეპრესია ჰქონდა, როდესაც მისი ცნობილი მეგობრები გვერდში არ დაუდგნენ.

მარიამ კუკუნაშვილი სტატუსში ცნობილ მსახიობ ია ფარულავას და მოდის ბლოგერს დალი ჩიტალაძეს ახსენებს და მათ მიმართ გამოთქვამს წყენას. ბიზნესმენი ამბობს, რომ ქმრის ღალატის შემდეგ მიხვდა, რომ ნამდვილი მეგობრები არ ჰყავს და მის ზურგს უკან მასზე ჭორაობენ.

მარიამის თქმით, როდესაც ია ფარულავამ უთხრა, რომ არ უკვირდა მისგან ქმარი რომ გაიქცა, არავინ გამოესარჩლა და შეშლის უწოდებდა ქალი, რომელიც სააღდგომო პასკებს აფურთხებდა და ასე მოძღვრავდა ადამიანებს, თუ როგორ არ გასუქებულიყვნენ მისი ჭამის დროს.

ბიზნესმენი წერს, რომ მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრება დაალაგა და ისევ იმ მარიამად იქცა, როგორც საზოგადოება იცნობს, არავის მოუკითხია ია ფარულავას სამეგობროდან, განსაკუთრებით დალი ჩიტალაძეს, რომელსაც მისი თქმით, ყველა მოგზაურობიდან ჩამოსული ძვირადღირებულ სუნამოებს ჩუქნიდა და მას მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც შუამავლად დაუდგა ბიჭს, რომელსაც მისგან ფული სჭირდებოდა.

მარიამის სტატუსს ცოტა ხანში ია ფარულავაც გამოეხმაურა და ყოფილ მეგობარს ურჩია სასწრაფოდ მოძებნოს საუკეთესო ევროპელი სცენარისტი და ფილმში ითამაშოს. „ამ ფოტოთი შენ ანა მანიანი დაჩრდილე. შენ უკვე მზად ხარ. წარმატებები Darling“, - უწერს მსახიობი.

„მარიამ, ნეტავ მეც მომეცეს გამბედაობა ასევე ვამხილო ჩემს გარშემო ზოგი ფარისეველი. ყოჩაღ! შენი გულწრფელობისთვის. ეს სიძლიერის ნიშანია. ვიცი ბევრჯერ გატკინეს გული, მაგრამ მაინც აგრძელებდი მეგობრობას და „ატარებდი“ მათ კბენებს და ანგარებით მიდგომებს. შენი პოსტი ამ ყველაფრის ლოგიკური ფინალია და ადრე თუ გვიან დაგიდგებოდა ეგ ეტაპი. თუმცა....ისეთი გული გაქვს, არც ის გამიკვირდება. რაღაც დროის მერე, ისევ ხელახლა შეცურო იგივე ჭაობში. შენ ხომ მიტევების ოსტატი ხარ“, - წერს კომენტარებში საოპერო მომღერალი თამარ ივერი.

სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი საკუთარი დიზაინით მოწყობილ უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. მარიამ კუკუნაშვილს ახლა სამი ტყუპი ჰყავს, თუმცა წლების განმავლობაში არ ჰყავდა შვილები. სწორედ ამან გადააწყვეტინა ამ სფეროში დაეწყო ბიზნესი.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, ბიზნესი 1200 ლა­რით დაიწყო - მუშაობდა ამერიკის საელჩოში, ბოლო ხელფასი რომ აიღო 300 დოლარად იქირავა ერთი ოთახაი ბახტრიონის ქუჩაზე და პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყო. 2008 წლი­დან დაიწყო დო­ნა­ცი­ი­სა და სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის გახ­სნით სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ უკვე სხვა ფი­ლი­ა­ლე­ბი მოყ­ვა, შემ­დეგ - ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კლი­ნი­კე­ბი და ამ­ჟა­მად უკვე 10-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია.

მარიამ კუკუნაშვილი ცხრაჯერ დაქორწინდა საკუთარ მეუღლეზე. როგორც ინტერვიუებში ამბობად, ეს ტრადიცია უკვე მობეზრდათ და ჩვევა, რომ ყოველ წელს ახლიდან თხოვდა ქმარი ხელს, დაივიწყეს, თუმცა იმის შესახებ, რომ მეუღლეს დაშორდა, ახლაღა გახდა ცნობილი.

33
თემები:
ქართველი სელებრითები (462)
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში 17 ივნისის მონაცემები

27
(განახლებულია 10:58 17.06.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 342.720 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.114, კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.926 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 602 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 342.720 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 945 ), გარდაიცვალა – 5.114 (ბოლო 24 საათში – 18), კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.926 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 602 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 34.668 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19.809, PCR–ტესტით – 14.859.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,36%, ბოლო 14 დღის - 2,49%, ბოლო 7 დღის - 2,4%.

სულ აცრილია 221.156 პირი, ერთ დღეში აცრილია 4.302 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

27
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები

ბაიდენის პრეს-კონფერენცია სკანდალით დასრულდა - ვიდეო

0
აშშ-ის ლიდერმა ერთ-ერთ ჟურნალისტს განუცხადა, რომ, რადგან მას არ ესმოდა პრეზიდენტის ნათქვამი, ის შეუსაბამო საქმიანობითაა დაკავებული

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტ კეიტლინ კოლინზთან უთანხმოება მოუვიდა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის განრიგი თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა.

ჟურნალისტებთან შეხვედრის მიწურულს, როდესაც ბაიდენი უკვე წასვლას აპირებდა, კოლინზმა მას ჰკითხა: „დარწმუნებული ბრძანდებით, რომ პუტინი საკუთარ ქცევებს შეცვლის?“

ბაიდენი დაბრუნდა და უპასუხა: არ ვარ დარწმუნებული, რომ შეცვლის საკუთარ ქცევებს. რას აკეთებდით მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ?..

ჟურნალისტი მას კვლავ ჩაეძია: დიახ, მაგრამ, მისი ქცევა არ შეცვლილა, და პრეს-კონფერენციაზე, თქვენთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ის უარყოფდა კიბერშეტევებში საკუთარ როლს, მან ასევე ნაკლები ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელობას, უარი თქვა ალექსეი ნავალნის სახელის თქმაზეც. მაშასე, რამდენად კონსტრუქციული იყო ეს შეხვედრა, როგორც ეს პრეზიდენტმა პუტინმა თქვა?

ბაიდენი: თუ ეს არ გესმით, ესე იგი თქვენთვის შეუფერებელ საქმიანობას ეწევით.“

ტელეარხ CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა ჟურნალისტს მოგვიანებით ბოდიში მოუხადა.

კოლინზმა მას მიუგო, რომ ბოდიში აუცილებელი არ იყო, ვინაიდან შეკითხვების დასმა მის საქმიანობის ძირითადი ნაწილია.

0