როგორც ნანუკას ერთ-ერთი ინსტა-ინტერაქტივიდან გაირკვა, წყვილი საცხოვრებლად დაქორწინების შემდეგ ცალკე გადავიდა. ამიტომ ყოველ საღამოს, განსაკუთრებით კი უქმეებზე, მათ სახლში ხალხმრავლობა იყო. დაფეხმძიმების შემდეგ კი ნანუკას ყოველდღიურობა შეიცვალა. ის საკუთარ თავთან ჰარმონიას ეძებს და სხვადასხვა ხერხით პოულობს, მათ შორის მოგზაურობით. ამის ამსახველ კადრებს ნანუკა „ფოლოვერებს“ ყოველთვის უზიარებს.
მოდელისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნიკამ ნანუკას Instagram-ზე საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე – გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ“.
View this post on Instagram
მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. „მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, – დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთეს.
ბოლო წლებია მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე და ცოტა ხნის წინ ფეხმძიმობაზეც ალაპარაკდნენ. ამ ბედნიერებას ნანუკა სამოსითა და ჩანთებით მალავდა მაშინ, როდესაც ფოტოს გამოქვეყნება სურდა.
View this post on Instagram
ცოტა ხნის წინ კი მოდელმა დუმილი დაარღვია და მეუღლის დაბადების დღეზე უახლესი ფოტოსესიის დეტალები გაასაჯაროვა, რომელზეც შეუდარებლად გამოიყურება. ნანუკას პოსტს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა. „ეს ამბავი როდის გამოვიცანი!“ – დაწერა ტელესახემ, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ მაშინ გამოიცნო, როდესაც ჯერ მეგობრებმაც კი არ იცოდნენ.
ვარსკვლავური წყვილი კეთილი სურვილებითა და მილოცვებით გაანებივრეს.