„ერთ თვეში ელოდება შვილს და დღეს გაიგო, რომ ორსულადაა...“ – უცნაური შემთხვევა თბილისში

© Pixabay / seal1837სახუმარო ნახატი ორსულის მუცელზე
სახუმარო ნახატი ორსულის მუცელზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში უცნაური შემთხვევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ნახეთ რა შეემთხვა ორი შვილის დედას.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. მაიკო მექვაბიძე ერთ თვეში ელოდება შვილს, ხოლო ორსულობის შესახებ ახლახან გაიგო. ინფორმაციას რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მთლად რომ გაგიხარდეთ თქვენც და მეც, გოგოზე“ – თიკა ფაცაცია ორსულობაზე განცხადებას აკეთებს >>>

პაციენტი, რომელმაც სამკურნალო დაწესებულებას მიმართა, ორი გოგონას დედაა და ახლა ვაჟს ელოდება, თუმცა გინეკოლოგთან მისვლის დროს მას ვერც კი წარმოედგინა, რომ ორსულად იყო.

„მესამე ბიჭს ველოდებით და ბედნიერ დედობას და მშობიარობას ვუსურვებთ“, – წერს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი.

ყველა ახალი ამბავი
0