საპატრულო პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

24
(განახლებულია 17:54 10.06.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან ამ დროისთვის მოქმედებს „კომენდანტის საათი", პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 411 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 53 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 11 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 267 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 91 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

24
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (809)
ეპიდემია საქართველოში

COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

2
(განახლებულია 11:59 17.06.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 741 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 414 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 39, აჭარა - 38, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 342.720-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.114-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.060 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.926 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.618, აჭარაში – 234, იმერეთში – 388.

647 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 181 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 9, იმერეთში – 14. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 602 ადამიანი, მათ შორის 348 – თბილისში, 221 – აჭარაში. 5.532 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11.150 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.122, აჭარაში – 1.469, იმერეთში – 1.097.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

2
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (809)
კესარია აბრამიძე

„ვასაძეს უნდა გავყვე ცოლად, რომ დავამშვიდო...“ - კესარია აბრამიძის სკანდალური განცხადება

31
(განახლებულია 11:59 17.06.2021)
ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მებრძოლი ბიზნესმენის ლევან ვასაძის დამშვიდებას უცნაური ხერხით აპირებს

ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე ამბობს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ცოლად უნდა გაჰყვეს, რომ დაამშვიდოს. ეს განცხადება კესარიამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „პირველ ხაზზე“ გააკეთა, სადაც წამყვანმა ჰკითხა, თუ ყოფილან მის ცხოვრებაში „გაჭენებული ჰომოფობები“, რომლებიც მერე ლოიალურები გახდნენ.

„მე რომ დამინახეს და დამშვიდდნენ მერე? კი, ყოფილან. მგონი ლევან ვასაძეს უნდა გავყვე ცოლად და დავამშვიდო. ცოტა მოვალბო ლგბტ ადამიანების მიმართ. თეთრი კაბით კი ვარ, შემოაგორეთ სტუდიაში. ნუ, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. მგონი ასეთი ადამიანები კი არიან ერთი, ან ორი, მაგრამ დაიკუჭებიან და ნაგვის ურნაში ჩაიყრებიან“, - განაცხადა კესარიამ.

View this post on Instagram

A post shared by Kesaria (@kesaria_official)

„თბილისი პრაიდის“ ჩატარება 18-23 ივნისს არის დაგეგმილი. ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ თვითორგანიზებული სახალხო რაზმების შექმნა დაანონსა. პრაიდის ორგანიზატორების განმარტებით, ვასაძის განცხადებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა) და 144-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს.

31
თემები:
ქართველი სელებრითები