Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნეკა დოროყაშვილმა ულამაზესი მკერდი გამოაჩინა – მოდელის პიკანტური ფოტოები

© Facebook / Nini Ninuca Photographyნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი შესანიშნავ ფორმაშია. ნეკას ახალი ფოტოები ძალიან სექსუალური და „ცხელია”. შეგიძლიათ თავად შეაფასოთ.

მოდელი და დიზაინერი ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ქალს თუ რამე დისკომფორტს უქმნის, აუცილებლად უნდა გაისწოროს. „რამდენიმე წლის წინ ყვრიმალებზე გავიკეთე ფილერი, რომელიც სასტიკად არ მომიხდა. მომიწია დაშლა და მას შემდეგ სახეზე არაფერი მიცდია. ახლა მომივიდა ის ასაკი, რომ შუბლზე მიმიკურ ნაოჭებს უკვე ვამჩნევ. თუ რამ გვაწუხებს, ან კომპლექსს და დისკომფორტს გვიქმნის, არ არის პრობლემა, რომ გაისწორო და გაილამაზო შენი ცხოვრება“, – ამბობს დოროყაშვილი „პრაიმშოუში“.

ცოტა ხნის წინ მოდელმა და დამწყებმა დიზაინერმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მკერდი საკმაოდ უჩანს. როგორც ჩანს, ნეკა ბუნებრივი სიმდიდრეების აფიშირებას არ ერიდება.

მოდელი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ხანგრძლივი შვებულებიდან, სადაც შვილთან, ნიკოლას ბასილაშვილთან ერთად დუბაის და ეგვიპტეს სტუმრობდა. სწორედ დუბაიში გადაუხადა ვაჟს დაბადების დღე, რომელიც 6 წლის გახდა. 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა, რომლითაც მისი ყოფილი მეუღლე ალიმენტს ითხოვს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარს მოითხოვს, რომელიც, სარჩელის მიხედვით, ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

სარჩელში დეტალურად არის აღწერილი მცირეწლოვნის ყოველთვიური საჭიროებები, რაც მოიცავს მის განათლებას, დასვენებას, შოპინგს, ძიძის, ასევე მძღოლის მომსახურებას და სხვ. მაგალითად, სეზონური ტანსაცმელი (წელიწადში სამჯერ) – სულ 18 000 ლარი; დასვენება (წელიწადში სამჯერ) – სულ 18 000 ლარი; ძიძის თანხა – 1000 ლარი; გუვერნანტის ანაზღაურება – 1500 ლარი; სექტემბრიდან სკოლის გადასახადი 2900 ევრო (წელიწადში) და ა.შ.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც ის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ყველა ახალი ამბავი
0