გახდება თუ არა კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზა საჭირო: გამყრელიძის განმარტება

© Facebook / Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში რჩებათ მათ იმუნიტეტი.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ჩვენ ალბათ დაგვჭირდება მესამე დოზა, რათა უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე: საქართველო ზაფხულში 2,3 მილიონზე მეტ ვაქცინას მიიღებს>>

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მსოფლიოში მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასე მარტივად კოვიდი არ დამთავრდება და, დიდი ალბათობით, კოვიდ-საწინააღმდეგო აცრების ჩატარება ყოველწლიურად გახდება საჭირო.

„ერთ-ერთი შეხედულებაა, რომ კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია, ისევე, როგორც გრიპის დროს. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მესამე, იგივე ბუსტერ–დოზა ბევრ ვაქცინაზე და უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ

გამყრელიძის განცხადებით, ჯერ არ არის დადგენილი მესამე, ბუსტერ–დოზა რა პერიოდში უნდა გაკეთდეს.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
ამირან გამყრელიძე: ვმუშაობთ, რომ ვაქცინაცია შესაძლებელი იყოს ცოცხალი რიგითაც

„ბუსტერის გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს 6-8 თვის ზემოთ. უნდა შეიქმნას შესაბამისი მარაგები, მაგრამ იქამდე დრო აქვს ქვეყანას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 184.718 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 54.474 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0