Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვტიროდი...“ – დალი ჩიტალაძე და მისი მეუღლე აეროპორტში დააკავეს

© Facebook / Dali Chitaladzeდალი ჩიტალაძე
დალი ჩიტალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
დალი ჩიტალაძე 19 წელია ქორწინებაშია, თუმცა მის მეუღლეს საჯაროდ გამოჩენა არ ხიბლავს. ნახეთ რა შეემთხვა წყვილს მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ.

მსახიობ ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მოდის ბლოგერმა დალი ჩიტალაძემ არ გაამხილა, ვის გამო შეემთხვა ცხოვრებაში ყველაზე უსიამოვნო მომენტი, როდესაც ის და მისი ქმარი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტში დააკავეს.

„არ მინდა ამაზე საუბარი. მოხდა ეს უსიამოვნება. მათ ინტერესში იყო, რომ როზმანის დაეთმო ბიზნესი და შევეშინებინეთ. ერთი ღამე ვიყავით საპატიმროში. მე იმაზე ვტიროდი, ჩემი კრემი შემომიტანეთ-მეთქი (იცინის)“, – განაცხადა დალი ჩიტალაძემ.

გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ქალბატონი - ამ ეპითეტებით ხშირად დალი ჩიტალაძეზე საუბრობენ. მოდის ექსპერტი ყურადღების ცენტრში დიდი ხანია მოექცა, მაგრამ მისი პოპულარობა განსაკუთრებით გადაცემა „მასტერშეფის“ შემდეგ გაიზარდა. მოდის ექსპერტი 58 წლის გახლავთ და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

როგორც დალი ინტერვიუებში ჰყვება, კონსერვატორია აქვს დამთავრებული, წერდა სიმღერებსაც, თუმცა მოდა ყოველთვის პირველი იყო მის ცხოვრებაში. მუდამ მომღიმარი და პოზიტიური დალი ჩიტალაძის ცხოვრება არც ისე მარტივად წარიმართა. მიუხედავად უდარდელი და ხალისიანი ბავშვობისა, მას მარტო, შვილთან ერთად, ემიგრაციაში მოუწია ყოფნა, სადაც „ვერსაჩეს“ სახლში მუშაობამდე რესტორანში მღეროდა.

დალი ჩიტალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2019
ნახეთ ვინ არის დალი ჩიტალაძის მეუღლე, რომელსაც საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს - ფოტოები

ამერიკაში ყოფნის პერიოდში შეიტყო ძმის გარდაცვალება, შემდეგ და გარდაეცვალა და ამ ტკივილს წლების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად გრძნობს, როდესაც მშობლები მოხუცდნენ და მათ ავადმყოფობასთან შეჭიდება მარტოს უწევს.

„მხოლოდ 39 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ თურმე საჭიროა ოჯახის შექმნა, მივხვდი, რომ დავიღალე მარტო. მე თვითონ ვიყავი ოჯახში ქალიც და კაციც. ემიგრაცია ძალიან რთულია, თან ბავშვთან ერთად რომ ხარ, ბავშვის სწავლა-განათლება, ათასი საჭიროება... ზუსტად იმ დროს გავთხოვდი, როცა საჭირო იყო. საქართველოში ბოიფრენდისა და გერლფრენდის ინსტიტუტი რომ მკვიდრდება, ამაში არაფერი ცუდი არ არის, მე მომხრე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტრადიციული ვარ. მომწონს, როდესაც ჩვენი ტრადიციები სწორად ერწყმის დასავლურ ცივილიზაციას. ცივილიზებული ქართველი ძალიან საინტერესო და განსხვავებულია. ეს კარგად დავინახე, როდესაც ამერიკაში ვცხოვრობდი“, – აცხადებს დალი ჩიტალაძე.

მოდის ექსპერტი 19 წელია ქორწინებაში იმყოფება. როგორც დალი ამბობს, მის მეუღლეს საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს, არც სოციალური ქსელებით სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0