„ორი კვირაა სენაკში მიცვალებულს არ ასაფლავებენ...“ – ნახეთ რატომ მოიქცა ოჯახი ასე

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკრძალვა
დაკრძალვა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში სენაკში მომხდარი შოკის მომგვრელი ამბავი ვრცელდება. ჭირისუფლები მიცვალებულს უკვე 13 დღეა არ კრძალავენ.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ოჯახი მიცვალებულს მეცამეტე დღეა არ ასაფლავებს და პერმანენტულ აქციებს აანონსებს. გარდაცვლილი ქალის ინეზა გოგიას ოჯახი აბაშის საავადმყოფოს ექიმებს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს.

ქალი სამი დღის მანძილზე აბაშის საავადმყოფოში მკურნალობდა კოვიდ-ინფექციის დიაგნოზით, მას იქ მედიკამენტი გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

„ეს ფოტო ორი თვის წინ გადაღებულია და აშკარად ჩანს ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე ადამიანი! 100% ჩანს, რომ არანაირი ავადმყოფობა არ ემუქრება ახლო მომავალში!” – წერს ოჯახის ახლობელი აკაკი მამულია.

სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, მათ გარდაცვლილი ქალის ოჯახთან კომუნიკაცია უჭირთ.

ყველა ახალი ამბავი
0