თელასი

„თელასი": თბილისის ხუთ რაიონს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

109
(განახლებულია 23:03 08.06.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 9 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, აკაკი სურგულაძის, ალილუევის, კიკნაძის, ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ოლგა კონსკაიას, ცოტნე დადიანის, ნოე ჩხიკვაძის, მიქატაძის, სელიმ ხიმშიაშვილის, ლეჩხუმის, წმინდა მელქისედეკ I, სვანეთის, ხევსურეთის, მახინჯაურის, დეპოს, კავთისხევის, კოხრეიძის, საყვირის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ვახტანგ მახალდიანის, ჩოხატაურის, თოფურიძე და ვალენტინის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, პეტრიწის (ნაწილობრივ), მაჭავარიანის, ემხვარის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ბაგრატ III, ვეფხისტყაოსნის, არქანჯელო ლამბერტის და სტრაბონის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, კანდელაკის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ლუქსემბურგის, ოდესის, ონიაშვილის, ტაშკენტის, ყუშიტაშვილის, ილია ოდიშელიძის და გაბრიელ ისაკაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), პეტრიწის (ნაწილობრივ), მაჭავარიანის, ემხვარის, დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ბროსეს, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, რეხის დასახლების, რეხის I, II, III ქუჩების, დურმიშიძის, ალავერდის, ზაქარია ჯორჯაძის, ვალერიან კანდელაკის, ნიკოლოზ აგიაშვილის, ნატო გაბუნიას, ალოიზ მიზანდარის, სოლომონ ყუბანეიშვილის, გურამ გაბისკირიას, ჯუმბერ ბეთაშვილის, ივერთუბნის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, თამარ და აკაკი პაპავების, ბარაკონის და არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქ.ნავთობის დასახლების (ლილო), ჭირნახულის და გურამ თიკანაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებ

109
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძემ იმიჯი კარდინალურად შეიცვალა - ქერა თმა ცეცხლოვანმა წითელმა ჩაანაცვლა

0
(განახლებულია 13:20 21.06.2021)
სექსუალური მოდელი გარდასახვას თავს არ არიდებს, თუმცა ეროტიკულ ფოტოსესიებში აღარ მონაწილეობს. მოულოდნელი ცვლილებები დაოჯახებამ და მეორე შვილის გაჩენამ განაპირობა, თუმცა თამო ძველ სითამამეს არ კარგავს. როგორ მოგწონთ ფოტომოდელის უახლესი გადაწყვეტილება?

სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა. ტელესახემ 28 ნოემბერს მეორე შვილი გააჩინა. დეკემბრის დასაწყისში დედა-შვილი სამშობიაროდან გაწერეს და თამოს მეუღლემ ოჯახის წევრებს სახლში ლამაზი სიურპრიზი დაახვედრა. ახალშობილ მაქსიმეს ახალბედა მამა ზღაპრული დეკორაციებითა და დიდი სიხარულით დახვდა. პატარა ძმას სოფიაც მალევე დაუმეგობრდა. აკა სამხარაძე სოფიასა და მაქსიმეს თანაბარ დროს უთმობს და ანებივრებს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

მეორე ნახევრის დახმარებით, თამო საკუთარ თავს კვლავ დიდ დროს უთმობს. ფოტომოდელი ექსპერიმენტებზე უარს ვერ ამბობს, და ამჯერად იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. 2 შვილის დედა წითელი თმის მოხდენას ცდილობს, რაც მისმა თაყვანისმცემლებმა დადებითად შეუფასეს. ბევრმა აღნიშნულ ფოტოზე თამოს ტანი შენიშნა, თუმცა ჩრდილქვეშ არც ვარცხნილობა მაქცეულა. როგორ მოგწონთ სექს-სიმბოლოდ წოდებული ყოფილი ფოტომოდელის ახალი იმიჯი?

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი ყოფილი პარტნიორის ვინაობაა.მან ახალშობილი ვაჟის ფოტო მშობიარობის დღესვე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს ისეთი ბედნიერია, თუმცა ბავშვის სახე დამალა. ახლა მოდელმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებს მაქსიმეს სახეც აჩვენოს, რასაც სოფიას დაბადებისას არ აკეთებდა და საგულდაგულოდ მალავდა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

ეპატაჟური ვარსკვლავი ახალ ცხოვრებას ახალი ძალებით შეუდგა. რთული ცხოვრების მიუხედავად, თამო უამრავი ქალბატონისთვის სიძლიერის მაგალითად იქცა. ახლა მისი ცხოვრება ფოტომოდელობის მიღმა ოჯახურ სივრცეში მიედინება, რაც თამოსთვის დიდი კომფორტის ზონა და ბედნიერებაა. უახლეს ფოტოებსა და ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ რა მარტივად მოირგო ცოლ-ქმარმა მშობლის როლი.

0
თემები:
ქართველი სელებრითები
რობოტისა და ადამიანის ხელები

„მეცნიერების კალენდარი 2021“: საქართველოში ახალი პროექტი იწყება

12
(განახლებულია 12:09 21.06.2021)
სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გასტანს.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში იწყება ახალი პროექტი „მეცნიერების კალენდარი – 2021“, რომლის მიზანიც მეცნიერების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. 

პროექტი, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის), მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.

პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ განხორციელებაში ჩართული არიან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, ასევე სახელოვნებო უნივერსიტეტები, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე პირები და ახალგაზრდა მეცნიერები.

პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

10 ნოემბერს საქართველოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. იგეგმება  სხვადასხვა კონკურსის ჩატარება, მათ შორის, ქართველოლოგიის ვიკიკონკურსი, კონკურსი „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“ და ა.შ.  ასევე იგეგმება მასტერკლასები და კონფერენციები, ღონისძიებებისა და საჯარო ლექციების ციკლი შავი ზღვის თემაზე.

გარდა ამისა, 2021 წელს  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპელ მკვლევართა ღამის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

 

12
თემები:
განათლება საქართველოში