Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი, რომ ჩემ გვერდით იყოს, მაგრამ...“ – კახა კალაძის აღიარება

© Facebook / Kakha Kaladzeანუკი არეშიძე კახა კალაძე
ანუკი არეშიძე კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
თბილისის მერმა და ყოფილმა ფეხბურთელმა პირველად ისაუბრა საჯაროდ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მისი ცხოვრების თანმდევი გახდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეწამყვან ნოე სულაბერიძის გადაცემაში იმ დიდ ტკივილზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, არასდროს გაუნელდება. კალაძე გადაცემის ანონსში, სავარაუდოდ, ტრაგიკულად გარდაცვლილ ძმაზე, ლევან კალაძეზე საუბრობს.

„ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ალბათ მუდამ ჩემს გულში იქნება. უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი, რომ ჩემ გვერდით იყოს, მაგრამ ღმერთმა ასე ინება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის დედმამიშვილებიდან საზოგადოებისთვის ცნობილია ლევან კალაძე, რომელიც 21 წლის იყო, როდესაც უნივერსიტეტისკენ მიმავალი გაიტაცეს და ოჯახმა მხოლოდ 8 წლის შემდეგ გაიგო დადასტურებულად, რომ გამტაცებლებმა ის მოკლეს. კახა კალაძეს ორი უფროსი დაც ჰყავს.

ფეხბურთელმა პირველ შვილს სწორედ გარდაცვლილი ძმის სახელი დაარქვა. ცნობილ დიზაინერთან ქორწინებაში საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილ კაპიტანს ოთხი ვაჟი ჰყავს. ყოფილი ფეხბურთელი და ანუკი არეშიძე 13 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.

ყველა ახალი ამბავი
0