ადამიანები პირბადეებით

COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

95
(განახლებულია 17:03 08.06.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.023-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 350.428-ს მიაღწია.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.023 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 546 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ იმერეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 108, იმერეთი – 90, აჭარა – 78, კახეთი – 54, ვემო ქართლი – 46, გურია – 34, შიდა ქართლი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 9.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 510 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 335.029-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 17 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.951-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.422 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.333 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.887, აჭარაში – 317, იმერეთში – 416.

731 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 201 პირი, მათგან თბილისში – 132, აჭარაში – 11, იმერეთში – 10. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 635 ადამიანი, მათ შორის 385 – თბილისში, 222 – აჭარაში. 6.454 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16.062 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7.657, აჭარაში – 2.048, იმერეთში – 1.187.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.023-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 350.428-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

95
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (808)
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო

დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განხილვაში მიიღო

5
(განახლებულია 10:42 17.06.2021)
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს კათaლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო, ამის შესახებ მსჯავრდებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

„ევროპულმა სასამართლომ ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!", - წერს მამალაძე.

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი, რომელმაც ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი მოამზადა.

„საჩივრიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული. მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მეექვსე (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მესამე მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას", - აცხადებს ჯანდიერი.

ადვოკატის განცხადებით, დღეს იგი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში გიორგი მამალაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

5
თემები:
სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე"
მარიამ კუკუნაშვილი

„ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა... - მარიამ კუკუნაშვილი ია ფარულავას დაუპირისპირდა

54
(განახლებულია 10:38 17.06.2021)
მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში პირად ტრაგედიაზე პირველად ისაუბრა და მეგობრებს - ია ფარულავას და დალი ჩიტალაძეს საჯაროდ დაუპირისპირდა

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის, NEW LIFE-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე წერს, რომ სექტემბერში ქმარმა სხვა ქალის გამო მოულოდნელად მიატოვა და დეპრესია ჰქონდა, როდესაც მისი ცნობილი მეგობრები გვერდში არ დაუდგნენ.

მარიამ კუკუნაშვილი სტატუსში ცნობილ მსახიობ ია ფარულავას და მოდის ბლოგერს დალი ჩიტალაძეს ახსენებს და მათ მიმართ გამოთქვამს წყენას. ბიზნესმენი ამბობს, რომ ქმრის ღალატის შემდეგ მიხვდა, რომ ნამდვილი მეგობრები არ ჰყავს და მის ზურგს უკან მასზე ჭორაობენ.

მარიამის თქმით, როდესაც ია ფარულავამ უთხრა, რომ არ უკვირდა მისგან ქმარი რომ გაიქცა, არავინ გამოესარჩლა და შეშლის უწოდებდა ქალი, რომელიც სააღდგომო პასკებს აფურთხებდა და ასე მოძღვრავდა ადამიანებს, თუ როგორ არ გასუქებულიყვნენ მისი ჭამის დროს.

ბიზნესმენი წერს, რომ მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრება დაალაგა და ისევ იმ მარიამად იქცა, როგორც საზოგადოება იცნობს, არავის მოუკითხია ია ფარულავას სამეგობროდან, განსაკუთრებით დალი ჩიტალაძეს, რომელსაც მისი თქმით, ყველა მოგზაურობიდან ჩამოსული ძვირადღირებულ სუნამოებს ჩუქნიდა და მას მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც შუამავლად დაუდგა ბიჭს, რომელსაც მისგან ფული სჭირდებოდა.

მარიამის სტატუსს ცოტა ხანში ია ფარულავაც გამოეხმაურა და ყოფილ მეგობარს ურჩია სასწრაფოდ მოძებნოს საუკეთესო ევროპელი სცენარისტი და ფილმში ითამაშოს. „ამ ფოტოთი შენ ანა მანიანი დაჩრდილე. შენ უკვე მზად ხარ. წარმატებები Darling“, - უწერს მსახიობი.

„მარიამ, ნეტავ მეც მომეცეს გამბედაობა ასევე ვამხილო ჩემს გარშემო ზოგი ფარისეველი. ყოჩაღ! შენი გულწრფელობისთვის. ეს სიძლიერის ნიშანია. ვიცი ბევრჯერ გატკინეს გული, მაგრამ მაინც აგრძელებდი მეგობრობას და „ატარებდი“ მათ კბენებს და ანგარებით მიდგომებს. შენი პოსტი ამ ყველაფრის ლოგიკური ფინალია და ადრე თუ გვიან დაგიდგებოდა ეგ ეტაპი. თუმცა....ისეთი გული გაქვს, არც ის გამიკვირდება. რაღაც დროის მერე, ისევ ხელახლა შეცურო იგივე ჭაობში. შენ ხომ მიტევების ოსტატი ხარ“, - წერს კომენტარებში საოპერო მომღერალი თამარ ივერი.

სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი საკუთარი დიზაინით მოწყობილ უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. მარიამ კუკუნაშვილს ახლა სამი ტყუპი ჰყავს, თუმცა წლების განმავლობაში არ ჰყავდა შვილები. სწორედ ამან გადააწყვეტინა ამ სფეროში დაეწყო ბიზნესი.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, ბიზნესი 1200 ლა­რით დაიწყო - მუშაობდა ამერიკის საელჩოში, ბოლო ხელფასი რომ აიღო 300 დოლარად იქირავა ერთი ოთახაი ბახტრიონის ქუჩაზე და პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყო. 2008 წლი­დან დაიწყო დო­ნა­ცი­ი­სა და სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის გახ­სნით სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ უკვე სხვა ფი­ლი­ა­ლე­ბი მოყ­ვა, შემ­დეგ - ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კლი­ნი­კე­ბი და ამ­ჟა­მად უკვე 10-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია.

მარიამ კუკუნაშვილი ცხრაჯერ დაქორწინდა საკუთარ მეუღლეზე. როგორც ინტერვიუებში ამბობად, ეს ტრადიცია უკვე მობეზრდათ და ჩვევა, რომ ყოველ წელს ახლიდან თხოვდა ქმარი ხელს, დაივიწყეს, თუმცა იმის შესახებ, რომ მეუღლეს დაშორდა, ახლაღა გახდა ცნობილი.

54
თემები:
ქართველი სელებრითები