თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 832 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 457 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 70, იმერეთი - 67, აჭარა - 66, ქვემო ქართლი - 65, კახეთი - 35, შიდა ქართლი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 14, გურია - 13, მცხეთა-მთიანეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 332.304-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 17 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.893-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.371 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.435 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 1.897, აჭარაში - 337, იმერეთში - 436.
729 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 210 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 15. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 619 ადამიანი, მათ შორის 361 - თბილისში, 231- აჭარაში. 7.317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი (ყველა თბილისში).
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16.939 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.231, პირი, აჭარაში - 2.314, იმერეთში - 1.502.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 832-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 348.594-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.