თამთა გოდუაძე

„თამთა დამლაგებლად მუშაობდა და ახლა...“ - ნახეთ როგორ ექცევა თამთა თავის დამლაგებლებს

1397
(განახლებულია 12:01 04.06.2021)
თამთა გოდუაძის რჩეული პერის ჰილტონის ყოფილი შეყვარებულია. წყვილს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, რაზეც ბერძნული ტაბლოიდები ხშირად წერენ

ბერძნული გამოცემა Patkiout.gr-ის ინფორმაციით, თამთასა და პარის კასიდიკოსტას ზღაპრულ სახლში მუშაობენ ქალბატონები, რომელთა მიმართაც წყვილი განსაკუთრებულ პატივისცემასა და ყურადღებას იჩენს. ამავე წყაროს ინფორმაციით, თამთა გულუხვად ასაჩუქრებს თავის დამხმარეებს და მისი ასეთი დამოკიდებულება მეტწილად იქიდან გამომდინარეობს, რომ ის წლების წინ თავად მუშაობდა ამავე პოზიციაზე.

მედია წერს, რომ თამთა არასოდეს ივიწყებს, რომ როდესაც საბერძნეთში პირველად ჩამოვიდა, ერთ-ერთ ოჯახში 24 საათიან სამსახურში მუშაობდა და მათ ორ ბავშვს უვლიდა, სახლის დალაგების პარალელურად. სწორედ ამიტომ, თამთა დიდ პატივისცემას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომელიც ახლა თავად ჰყავს დასაქმებული.

View this post on Instagram

A post shared by Tamta (@officialtamta)

თამთა გოდუაძემ ცხოვრება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბერძენ ბიზნესმენს დაუკავშირა. რამდენიმე წელია ბერძნული პრესა აქტიურად განიხილავს წყვილის პირად ცხოვრებას – როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. თუმცა, მათი ერთობლივი პაპარაცული ფოტოები საზოგადოებაში დიდ ხმაურს იწვევს. სასურველი სასიძო 2015 წლიდან დაკავებულია. თამთა გოდუაძის უსიმპათიურესი პარტნიორი პერის კასიდოკოსტას-ლაცისია. პერისი 38 წლისაა და მულტიმილიონერი ბიზნესმენის შვილიშვილია. მის მფლობელობაშია ნავთობის, გადაზიდვებისა და კინოპროდიუსინგის კომპანიები. 2005 წლის მაისში ამერიკული ტაბლოიდები პერის ჰილტონის დაოჯახების შესახებ წერდნენ. როგორც აღმოჩნდა, მისი რჩეული ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესმენი ლაცისი აღმოჩნდა. ისინი ერთმანეთს იმავე წლის სექტემბერში დაშორდნენ.

ურთიერთობას თამთა საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს იმდენად უხდება, რომ პაპარაცები უახლესი ფოტოების გაზიარებას ვერ წყვეტდნენ. 2015 წლიდან დღემდე წყვილი ერთად ცხოვრობს. უკანასკნელი სურათები საბერძნეთის ჯადოსნური და მდიდრული ქალაქიდან ვულიაღმენიდან გავრცელდა. თამთა გოდუაძე შეყვარებულთან ერთად სანაპიროზე სეირნობს. წყვილს სტილიც კი ერთნაირი აქვს. ექსტრავაგანტული შეყვარებულები საჯარო სივრცეებს თავს არიდებენ, თუმცა 2018 წელი ორივესთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. მათი სამწლიანი ურთიერთობა სწორედ 2018 წელს გასაჯაროვდა. თამთა შეყვარებულზე ერთი წლით უფროსია. საგულდაგულოდ დამალულ ურთიერთობაზე ახლა ყველა საუბრობს.

View this post on Instagram

A post shared by Tamta (@officialtamta)

მომღერლის ცხოვრებისეული ისტორია დრამატულად ვითარდებოდა. თამთამ ემიგრანტ დედასა და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად რთული პერიოდი გაიარა. წლებია საბერძნეთში მოღვაწეობს და ბერძნული შოუბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ რამდენიმე წლის წინ გაიგო, როცა „რუსთავი 2“-ის მოწვევით შოუ „X ფაქტორის“ ჟიურის წევრი გახდა. როგორც ცნობილია, თამთა წლების წინ დედასა და პატარა შვილთან ერთად საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში. დედამისი დარეჯან ბუცხრიკიძე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მის ოჯახს არაფერი მოკლებოდა და თამთას წარმატებული კარიერა აეწყო. „ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად. ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია – მომღერალი გავმხდარიყავი. ხანდახან მეც ვეხმარებოდი. მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე“, – იხსენებდა თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.

View this post on Instagram

A post shared by Tamta (@officialtamta)

ქართველი მომღერალი 1981 წლის 10 იანვარს თბილისში დაიბადა, 5 წლის ასაკიდან დაიწყო სიმღერა, 6 წლის განმავლობაში მღეროდა ბავშვთა გუნდში, პარალელურად გაკვეთილებს გადიოდა საბალეტო სკოლაში. 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და შვილიც გააჩინა – გოგონა. შემდეგ უცხო ენათა ინსტიტუტში ჩაირიცხა, რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობდა.

 

1397
თემები:
ქართველი სელებრითები (479)
რობოტისა და ადამიანის ხელები

„მეცნიერების კალენდარი 2021“: საქართველოში ახალი პროექტი იწყება

6
(განახლებულია 12:09 21.06.2021)
სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გასტანს.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში იწყება ახალი პროექტი „მეცნიერების კალენდარი – 2021“, რომლის მიზანიც მეცნიერების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. 

პროექტი, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის), მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.

პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ განხორციელებაში ჩართული არიან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, ასევე სახელოვნებო უნივერსიტეტები, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე პირები და ახალგაზრდა მეცნიერები.

პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

10 ნოემბერს საქართველოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. იგეგმება  სხვადასხვა კონკურსის ჩატარება, მათ შორის, ქართველოლოგიის ვიკიკონკურსი, კონკურსი „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“ და ა.შ.  ასევე იგეგმება მასტერკლასები და კონფერენციები, ღონისძიებებისა და საჯარო ლექციების ციკლი შავი ზღვის თემაზე.

გარდა ამისა, 2021 წელს  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპელ მკვლევართა ღამის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

 

6
თემები:
განათლება საქართველოში
მარიამ ხორგუაშვილი

„წონის კლებაში წავედი და მეშინია...“ - მარიამ ხორგუაშვილის აღიარება

19
(განახლებულია 11:12 21.06.2021)
მარიამ ხორგუაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ქართველი მოდელისა და ფეხბურთელი ლაშა კალანდაძის სილამაზემ ინტერნეტი მას შემდეგ „ააფეთქა", რაც სოციალურ ქსელში წყვილის ქორწილის ფოტოები გამოქვეყნდა.

მარიამი და ლაშა რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. მოდელი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა ჭორები და შემდეგ ფაქტები სხვა რამეს მეტყველებდა. მშვენიერი მოდელის გარშემო მუდამ იყო საუბარი იმაზე, შეურიგდებოდა თუ არა ყოფილ მეუღლეს. სხვადასხვა წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ შერიგდნენ.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Mariam Khorguashvili (@miss_mariamkh)

მოდელისა და ფეხბურთელის წყვილი – მარიამ ხორგუაშვილი და ლაშა კალანდაძე, რომელთა სილამაზემ მთელი საქართველო აალაპარაკა, რამდენიმეთვიანი დაშორების შემდეგ მართლაც შერიგდნენ. მარიამი ამბობდა, რომ შვიდთვიანი დაშორების შემდეგ შერიგება რთული არ ყოფილა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ორივე ბევრ რამეზე დაფიქრდა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Mariam Khorguashvili (@miss_mariamkh)

წყვილი საბოლოოდ მაინც დაშორდა და ახლა უმშვენიერეს მარიამს გვერდით ჰყავს ის ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ძალიან უყვარს. გოგონას რჩეული ვაკო გიგინეიშვილია. წყვილი ერთმანეთს უზომოდ უხდება. ხშირად მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და „ინსტაგრამზე“ ერთად თუ ცალ-ცალკე გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს გვთავაზობენ. რამდენიმე კვირის წინ მარიამმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ვაკომ საკუთარ დაბადების დღეზე მარიამს ხელი სთხოვა და წყვილმა ერთგვარი ქორწილი მოაწყო, რომელსაც მათი მეგობრები ესწრებოდნენ.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Mariam Khorguashvili (@miss_mariamkh)

მარიამს უსაყვარლესი შვილი ჰყავს, რომელსაც დემეტრე ჰქვია. მარიამის მეგობრები დემეტრეს დედას ძალიან ამსგავსებენ. ულამაზეს, სიყვარულით სავსე ახალგაზრდებს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც მათ მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. ისინი ხშირად ამბობენ, რომ მარიამი და ვაკო გამორჩეული, ლამაზი და ძალიან გემოვნებიანი წყვილია.

აღმოჩდა, რომ მოდელს წონის პრობლემა აქვს. „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს მარიამმა გაუმხილა, რომ ბოლო პერიოდში წონას კარგავს და ამან შეაშინა, თუმცა აპირებს პრობლემას სერიოზულად მიუდგეს.

19
თემები:
ქართველი სელებრითები (479)
ნიკა სეხნიაშვილი მორიგი გამარჯვების შემდეგ

„ყველამ იცის, რომ მე ვარ მებრძოლი საქართველოდან“: დაუმარცხებელი გორელი მოკრივე

0
(განახლებულია 13:33 21.06.2021)
თავიდან არათუ წარმატებული, საერთოდ სპორტსმენი თუ გახდებოდა,  არავის ეგონა, პირველ რიგში კი, თავად მას. სპორტული ჟინი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა პირველად გაუგო გემო გამარჯვებას. მას მერე სხვა შეგრძნება მისთვის უცნობია და ღმერთმა ქნას, ბოლომდე ასე იყოს.

ეს ამბავი 27 წლის ქართველ მოკრივეზე, ნიკოლოზ სეხნიაშვილზეა. ის პირველი ქართველი მებრძოლია, რომელსაც კრივის პოპულარიზაციაში მსოფლიო ლიდერმა კომპანია Top-Rank-მა გაუფორმა ხელშეკრულება. ეს კომპანია სხვადასხვა დროს მსოფლიო კლასის ბევრი გამორჩეული მებრძოლის პრომოუტერი გახლდათ. ამჟამად სპორტსმენი, მორიგი ბრძოლის მოლოდინში, ამერიკაშია.

საქართველოს სახელით რინგზე
საქართველოს სახელით რინგზე

− ნიკა, საუბარი ცოტა შორიდან დავიწყოთ: როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში კრივი?

− დავიბადე და გავიზარდე გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში, სკოლაც იქვე დავამთავრე. ვფიქრობ, რომ ისეთივე ცხოვრება მქონდა, როგორც ჩემი თაობის ბავშვებს. ცხრა წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარული შემნიშნეს და სექციაში მიმიყვანეს. კრივი დღემდე ყველაზე ვაჟკაცურ სახეობად მიმაჩნია.

თავიდან სხვებზე მეტი ან იმედის მომცემი არ ვიყავი, მაგრამ როდესაც პირველად გავიმარჯვე, ყველაზე მეტად მაშინ შემიყვარდა კრივი. სწორედ პირველი გამარჯვების მერე, 13-14 წლისას გამიჩნდა გამარჯვების მუღამი და ჟინი. მივხვდი, რომ უკვე ვეღარაფერი გამაჩერებდა და ამის მერე ყოველთვის წინ უნდა წავსულიყავი.

− როგორი იყო საქართველოში თქვენი სპორტული მიღწევები?

ნიკა სეხნიაშვილი რინგზე
ნიკა სეხნიაშვილი რინგზე

- საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახლავართ ყველა ასაკში. ასევე ვარ არაერთი საერთაშორისო „ა“ კლასის ტურნირის პრიზიორი და  გამარჯვებული.  

− მიიჩნევა, რომ რინგზე ჯერჯერობით დაუმარცხებელი ხართ...

− ამის დასტურად მხოლოდ ფაქტებს მოვიყვან: შვიდი ბრძოლიდან ყველა მოგებული მაქვს, აქედან ხუთი  − ნოკაუტით.

− პირველი ქართველი ხართ, რომელსაც ხელშეკრულება მსოფლიო რანგის  კომპანიამ გაუფორმა. რომელი კომპანიაა ეს?

− დიახ, პირველი ქართველი ვარ, ვისაც მსოფლიო ლიდერმა კომპანიამ TopRank-მა  გაუფორმა ხელშეკრულება. ამერიკაში ჩასულს მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეებთან მიწევდა სპარინგი და თავი საკმაოდ კარგად წარმოვაჩინე. არაერთი შეთავაზება მქონდა, თუმცა, ჩემი აზრით, TopRank-ი ყველაზე უკეთესი ვარიანტი იყო.

რიგნს მიღმა
რიგნს მიღმა

ეს კომპანია1973 წელს დაარსდა და იმ დღიდან მოყოლებული, მსოფლიო კლასის ბევრი გამორჩეული მებრძოლის პრომოუტერი იყო, მათ შორის, მუჰამედ ალის, ალექსის არგუელოს, ტაისონ ფიურისა და სხვების.

−  როგორი იყო ამერიკასთან თქვენი შეხვედრა, რამ გაგაოცათ?

− ამერიკაში 2019 წელს ჩამოვედი. აქ ჩამოსვლამდე მსოფლიო მქონდა შემოვლილი, ამიტომ დიდად არაფერი გამკვირვებია, თქვენ წარმოიდგინეთ, პირიქით, უფრო მეტის მოლოდინი მქონდა.

− გარდა ფიზიკური ძალისა და კარგი მომზადებისა, რაშია დაუმარცხებელი სპორტსმენის ძალა?

− ზოგადად კრივი სპორტის ისეთი სახეობაა, რაც ძალასთან ერთად ითხოვს, რომ მასში გულიც და გონებაც იყოს ჩართული. სპორტსმენი  ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მხოლოდ ერთი მიზნისკენ უნდა იყოს მომართული და რინგზე მხოლოდ გამარჯვების სურვილით და ჟინით უნდა გავიდეს.

ნიკა სეხნიაშვილი
ნიკა სეხნიაშვილი

− რატომ არ გაიმართა მაიამიში დანიშნული კრივის ივენთი?

−  სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ერთ-ერთ მებრძოლს, ტიოფიმე ლოპესს, კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ბრძოლა 14 აგვისტომდე გადაიდო, მაგრამ შეიძლება უფრო ადრეც შედგეს − ზუსტად არ ვიცი.

კრივის ეს მნიშვნელოვანი ივენთი 19 ივნისს loanDepot-ის პარკის დიდ სტადიონზე უნდა გამართულიყო. მასში მე, როგორც ქართველ მებრძოლს, ისე უნდა მიმეღო მონაწილეობა. ამ ბრძოლისთვის გუნდთან ერთად საკმაოდ ინტენსიურად ვემზადებოდი. აქვე გეტყვით, რომ 19 ივნისის ივენთის ორგანიზატორი Triller Fight Club-ი გახლდათ. ეს კლუბი კრივის უდიდეს ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას და მისი ერთ-ერთი პარტნიორი ცნობილი სნუპ დოგია.

ვარჯიშის დროს
ვარჯიშის დროს

− რინგზე საქართველოს სახელით გამოდიხართ. როგორ ფიქრობთ, წლების მერე შეიცვლება ეს ფაქტი?

− ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველაზე კარგად თავს საქართველოში ვგრძნობ, ამიტომ, არა მგონია... რინგზე საქართველოს სახელით და ქართული დროშით გამოვდივარ. უცხოეთში ყველამ იცის, რომ მე ვარ მებრძოლი საქართველოდან...

0