Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენი დაცვის დღეა, ლილუ...“ – ნანიკო ხაზარაძე ამაღელვებელ ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
ლილუ და ნანიკო ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ.

ტელეწამყვანმა ბავშვთა დღესთან დაკავშირებით საოცარი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას ხელში ლილუ უჭირავს. „შენი დაცვის დღეა, ლილუ“, – წერს ტელეწამყვანი.

საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ცნობილი სახეების შვილებს სოციუმში თავის დამკვიდრება უჭირთ. ეს სტერეოტიპი ნანიკო ხაზარაძეს და მის ლაღ ქალიშვილს არ ეხებათ. წარმატებული ტელეწამყვანის თქმით, ერთადერთ ქალიშვილს არასდროს არაფერს უკრძალავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო და ლილუს მამა ძალიან მალე დაშორდნენ, ნანიკომ ყველა ძალა მოიკრიბა და ცხოვრება შვილთან ერთად ახალი ფურცლიდან დაიწყო. ლილუ და ნანიკო, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ. ლილუ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედა დამოუკიდებლობას არ უშლის.

ნანიკო ხაზარაძეს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს. უსაყვარლესმა გოგონამ ლილუ ნუცუბიძემ სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. ყვავილებით დაინტერესებულმა თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სკოლის მოსწავლემ სამსახური თბილისის ცენტრში იპოვა. ამის შესახებ ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ლილუ სამსახურში“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ლილუს ფინანსურად დედა უზრუნველყოფს, გოგონამ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ლილუ ნუცუბიძე გამყიდველად მუშაობს „ყვავილების ქარხანაში", რომელიც პეტრიაშვილის ქუჩის დასაწყისშია.

ყველა ახალი ამბავი
0