როგორ გავიკეთოთ ტესტი კორონავირუსზე – ფასები და ლაბორატორიები

© AP Photo / Kay Nietfeldტესტირება COVID - 19-ზე
ტესტირება COVID - 19-ზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
კორონავირუსის ტესტირებაზე მთელი მსოფლიოს ლაბორატორიებში ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, გამონაკლისი არც საქართველოა.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველომ 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გახსნა უცხოელებისთვის, ხოლო საავიაციო მიმოსვლა 1 თებერვლიდან განახლდა.

უცხოელმა სტუმრებმა, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი ცნობა არ გააჩნიათ, საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს PCR-ტესტი უნდა გაიკეთონ.

ტესტი საკუთარი ხარჯით კეთდება. PCR-ტესტირების ფასი სხვადასხვა კლინიკაში 95-დან 120 ლარამდე მერყეობს. ტესტის პასუხი მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში ეგზავნება.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
საქართველოში ჩამოსვლას რუსული ვაქცინით აცრილი მოქალაქეებიც შეძლებენ

იმის გასარკვევად, რომელ ლაბორატორიაში ჯობს წასვლა, საჭიროა მთავრობის ცხელ ხაზზე - 144 - დარეკვა და სასურველი რაიონის მითითება. რამდენიმე წუთში ოპერატორი მობილურ ტელეფონზე ტერიტორიულად თქვენთვის მისაღებ რაიონში განლაგებული რამდენიმე კლინიკის დასახელებას გამოგიგზავნით.

მაგალითად, თუ ვაკე-საბურთალოს რაიონს სტუმრობთ, მაშინ ხელსაყრელია შემდეგ კლინიკებში მისვლა:

  • „ავერსის“ კლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, 27-ბ., ტელ.: 0322500700ООО
  • „ნეოლაბი“, ტაშკენტის ქ. №4, ტელ.: 0322392896
  • „მეგალაბი“, ქავთარაძის ქ. 23, ტელ.: 0322051111
  • თბილისის ინფექციური საავადმყოფო (ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი), ყაზბეგის გამზ. 16, ტელ.: 0322398018
  • აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო), ვაჟა-ფშაველას გამზირი 29, ტელ.: 0322244033.

კლინიკაში წასვლამდე უმჯობესია დარეკვა. ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება, როგორიცაა, მაგალითად, „მედისონ ჰოლდინგი“ გლდანი-ნაძალადევის რაიონში, PCR-ტესტირებას ატარებდა პანდემიის პირველ ეტაპზე, მაგრამ დღეს კლიენტებს ასეთ მომსახურებას აღარ სთავაზობს.

მნიშვნელოვანია! თუ უცხოელი სტუმარი PCR-ტესტირებას არ ჩაიტარებს, მას 2000-ლარიანი ჯარიმა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0