ელექტროგადამცემი ხაზები

„თელასი": თბილისის ექვს რაიონს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

86
(განახლებულია 19:12 02.06.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ),  ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, მარგიანის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III და IIIა მიკრორაიონების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრვ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრვ), კოსტავას, ბარნოვის, თამარაშვილის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩის   მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

86
თემები:
თბილისი დღეს (2044)
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: საქართველოს ვაქცინების ფართო ასორტიმენტი ექნება

8
(განახლებულია 12:45 17.06.2021)
ქვეყანაში სხვადასხვა დასახელების ვაქცინების ახალი დოზები ივლისიდან შემოვა, საუბარია ჯამში დაახლოებით 3,2 მლნ დოზა ვაქცინაზე.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოში უახლოეს მომავალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ფართო არჩევანი და საკმარისი მარაგი იქნება, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.

ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით რამდენიმე მწარმოებელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის კონკრეტული ვადა არ სახელდება, თუმცა მინისტრი პირობას დებს, რომ ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინების არჩევის საშუალება ექნებათ.

„უახლოეს მომავალში ვაქცინების ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ. საუბარია, როგორც Moderna-ზე, ისე Jonson&Jonson-სა და Novovax-ზე. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რათა მიიღონ გადაწყვეტილება და იზრუნონ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ისე დღეისთვის მთავარი პრობლემის - ვაქცინაციის გზით პანდემიის დამარცხებაზე", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც კვირის დასაწყისში ჯანდაცვის უწყებაში განმარტეს, საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი კომპანიის ვაქცინა შემოვა. კერძოდ, ივლისიდან ოქტომბრამდე  ქვეყანა სხვადასხვა კომპანიისგან 3,2 მლნ დოზა ვაქცინას მიიღებს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა და დასძინა, რომ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც დიდი მობილობა შეინიშნება ბრიგადები დაემატა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ამ დროისთვის საქართველოში 184 ბრიგადა მუშაობს. თბილისში დამატებით 16 ჰოსპიტალი და პირველადი ჯანდაცვის 15 დაწესებულება მზად არის ეტაპობრივად ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში,

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 221.156 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 74.495 ადამიანი.

8
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ეპიდემია საქართველოში

COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

17
(განახლებულია 11:59 17.06.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 741 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 414 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 39, აჭარა - 38, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 342.720-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.114-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.060 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.926 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.618, აჭარაში – 234, იმერეთში – 388.

647 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 181 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 9, იმერეთში – 14. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 602 ადამიანი, მათ შორის 348 – თბილისში, 221 – აჭარაში. 5.532 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11.150 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.122, აჭარაში – 1.469, იმერეთში – 1.097.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

17
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები