ბიძინა კულუმბეგოვი

კულუმბეგოვი: აცრილი ადამიანი ავადობისგან არა, მაგრამ სიკვდილისგან 100 პროცენტით დაცულია

68
(განახლებულია 17:15 02.06.2021)
კოვიდვაქცინაცია არ ნიშნავს კორონავირუსით ინფიცირებისგან სრულ დაცვას. შესაბამისად, მსუბუქი დაავადების შემთხვევები გამორიცხული არაა, აღნიშნა კულუმბეგოვმა.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. თუ ადამიანი არის ორჯერადად ვაქცინირებული, ის 100%-ით დაცულია სიკვდილისგან, განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ერთ ვაქცინას არ შეუძლია დაავადების 100%-იანი პრევენცია და მსუბუქი დაავადების თავიდან აცილება. მისი თქმით, ვაქცინის ეფექტიანობა სიკვდილიანობისა და მძიმე დაავადების პრევენციით ფასდება.

„თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, მათ შორის ორჯერადად ვაქცინირებულიც კი, შესაძლებელია მსუბუქი დაავადება განუვითარდეს, მაგრამ ის 100%-ით დაცულია სიკვდილისა და ინტუბაციისგან. შესაბამისად, მსუბუქი ავადობა არ უნდა გაგვიკვირდეს", – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარდა 149 191 აცრა. აქედან სრულად, ანუ ორჯერადად ვაქცინირებულია 33 718  ადამიანი.

ერთად სუფრასთან, უნიღბოდ და ჩახუტებით – სრული ვაქცინაციის უპირატესობები>>

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

68
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (817)

აქციის დაშლა ბათუმში: ადგილობრივები პოლიციას დაუპირისპირდნენ - ვიდეო

5
აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად მინიმუმ შვიდი ადამიანი დააკავეს, იუწყება აჭარის ტელევიზია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში კადრები შემთხვევის ადგილიდან

საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შვიდი სპორტსმენის გათავისუფლებას, რომლებსაც ბრალად ედებათ აპრილში ნამახვან-ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

მომიტინგეებმა მთავრობის სახლთან კარვების გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. დაკავებულებს შორის არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე. ერთ-ერთი დემონსტრანტი, რომელიც შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა.

მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ 12 აპრილს აქციაზე მომხდარი ინციდენტი პროვოკაცია იყო. ისინი სპორტსმენების დაკავებას, რომელთა შორისაც არიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები, პოლიტიკურს უწოდებენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 12 აპრილს აქციის დროს სხეულის დაზიანება მიაყენეს აქციის სამ მონაწილეს, ასევე დააზიანეს ავტომობილი, რომელიც ერთ-ერთ დაზარალებულს ეკუთვნოდა.

ექვსი სპორტსმენი - ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, ირაკლი და გელა ჭელიძეები, 15 აპრილს ბათუმში დააკავეს. რამდნეიმე დღის შემდეგ დააკავეს ელდარ ანთაძეც.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის“ მუხლით. დანაშაული ისჯება ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

თავად ბრალდებულდა ვერსიის თანახმად, აქციაზე მათთან მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც პროვოკაციული შეკითხვები დაუსვა, შემდეგ კი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ხელჩართული ბრძოლა დაიწყო.

5
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძემ იმიჯი კარდინალურად შეიცვალა - ქერა თმა ცეცხლოვანმა წითელმა ჩაანაცვლა

22
(განახლებულია 13:20 21.06.2021)
სექსუალური მოდელი გარდასახვას თავს არ არიდებს, თუმცა ეროტიკულ ფოტოსესიებში აღარ მონაწილეობს. მოულოდნელი ცვლილებები დაოჯახებამ და მეორე შვილის გაჩენამ განაპირობა, თუმცა თამო ძველ სითამამეს არ კარგავს. როგორ მოგწონთ ფოტომოდელის უახლესი გადაწყვეტილება?

სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა. ტელესახემ 28 ნოემბერს მეორე შვილი გააჩინა. დეკემბრის დასაწყისში დედა-შვილი სამშობიაროდან გაწერეს და თამოს მეუღლემ ოჯახის წევრებს სახლში ლამაზი სიურპრიზი დაახვედრა. ახალშობილ მაქსიმეს ახალბედა მამა ზღაპრული დეკორაციებითა და დიდი სიხარულით დახვდა. პატარა ძმას სოფიაც მალევე დაუმეგობრდა. აკა სამხარაძე სოფიასა და მაქსიმეს თანაბარ დროს უთმობს და ანებივრებს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

მეორე ნახევრის დახმარებით, თამო საკუთარ თავს კვლავ დიდ დროს უთმობს. ფოტომოდელი ექსპერიმენტებზე უარს ვერ ამბობს, და ამჯერად იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. 2 შვილის დედა წითელი თმის მოხდენას ცდილობს, რაც მისმა თაყვანისმცემლებმა დადებითად შეუფასეს. ბევრმა აღნიშნულ ფოტოზე თამოს ტანი შენიშნა, თუმცა ჩრდილქვეშ არც ვარცხნილობა მაქცეულა. როგორ მოგწონთ სექს-სიმბოლოდ წოდებული ყოფილი ფოტომოდელის ახალი იმიჯი?

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი ყოფილი პარტნიორის ვინაობაა.მან ახალშობილი ვაჟის ფოტო მშობიარობის დღესვე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს ისეთი ბედნიერია, თუმცა ბავშვის სახე დამალა. ახლა მოდელმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებს მაქსიმეს სახეც აჩვენოს, რასაც სოფიას დაბადებისას არ აკეთებდა და საგულდაგულოდ მალავდა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

ეპატაჟური ვარსკვლავი ახალ ცხოვრებას ახალი ძალებით შეუდგა. რთული ცხოვრების მიუხედავად, თამო უამრავი ქალბატონისთვის სიძლიერის მაგალითად იქცა. ახლა მისი ცხოვრება ფოტომოდელობის მიღმა ოჯახურ სივრცეში მიედინება, რაც თამოსთვის დიდი კომფორტის ზონა და ბედნიერებაა. უახლეს ფოტოებსა და ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ რა მარტივად მოირგო ცოლ-ქმარმა მშობლის როლი.

22
თემები:
ქართველი სელებრითები