დავით გოგიჩაიშვილი

„მეგონა, რომ სულ სხვა პოსტს დავწერდი...გარდამეცვალა“ - დავით გოგიჩაიშვილი პირად ტრაგედიაზე

175
(განახლებულია 15:44 02.06.2021)
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი დავით გოგიჩაიშვილი პირად ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს...

სოციალურ ქსელში ქართველი ბიზნესკონსულტანტი, ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი, ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და მარკეტერი დავით გოგიჩაიშვილი მამასთან დაკავშირებულ სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს.

ირკვევა, რომ გოგიჩაიშვილს მამა გარდაეცვალა, რომელსაც გურიაში კრძალავენ. როგორც ადგილობრივი გამომცემლობა წერს, ლანჩხუთის კოლორიტი, პროფესორი თამაზ გოგიჩაიშვილი ავტორია რამდენიმე წიგნის, რომელიც მშობლიურ ლესა-ჭინათს ეძღვნება.

გოგიჩაიშვილი მაყურებელს იუმორისტული გადაცემებიდან ახსოვს. ამჟამად დავით გოგიჩაიშვილი არის ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი ფორვარდ აკადემიაში და უძღვება პრაქტიკულ კურსს საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. აგრეთვე არის სპიკერი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე და ბიზნეს-კონსულტანტი.

175
თემები:
ქართველი სელებრითები (479)
რობოტისა და ადამიანის ხელები

„მეცნიერების კალენდარი 2021“: საქართველოში ახალი პროექტი იწყება

12
(განახლებულია 12:09 21.06.2021)
სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გასტანს.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში იწყება ახალი პროექტი „მეცნიერების კალენდარი – 2021“, რომლის მიზანიც მეცნიერების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. 

პროექტი, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის), მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.

პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ განხორციელებაში ჩართული არიან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, ასევე სახელოვნებო უნივერსიტეტები, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე პირები და ახალგაზრდა მეცნიერები.

პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

10 ნოემბერს საქართველოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. იგეგმება  სხვადასხვა კონკურსის ჩატარება, მათ შორის, ქართველოლოგიის ვიკიკონკურსი, კონკურსი „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“ და ა.შ.  ასევე იგეგმება მასტერკლასები და კონფერენციები, ღონისძიებებისა და საჯარო ლექციების ციკლი შავი ზღვის თემაზე.

გარდა ამისა, 2021 წელს  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპელ მკვლევართა ღამის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

 

12
თემები:
განათლება საქართველოში
მარიამ ხორგუაშვილი

„წონის კლებაში წავედი და მეშინია...“ - მარიამ ხორგუაშვილის აღიარება

30
(განახლებულია 11:12 21.06.2021)
მარიამ ხორგუაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ქართველი მოდელისა და ფეხბურთელი ლაშა კალანდაძის სილამაზემ ინტერნეტი მას შემდეგ „ააფეთქა", რაც სოციალურ ქსელში წყვილის ქორწილის ფოტოები გამოქვეყნდა.

მარიამი და ლაშა რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. მოდელი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა ჭორები და შემდეგ ფაქტები სხვა რამეს მეტყველებდა. მშვენიერი მოდელის გარშემო მუდამ იყო საუბარი იმაზე, შეურიგდებოდა თუ არა ყოფილ მეუღლეს. სხვადასხვა წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ შერიგდნენ.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Mariam Khorguashvili (@miss_mariamkh)

მოდელისა და ფეხბურთელის წყვილი – მარიამ ხორგუაშვილი და ლაშა კალანდაძე, რომელთა სილამაზემ მთელი საქართველო აალაპარაკა, რამდენიმეთვიანი დაშორების შემდეგ მართლაც შერიგდნენ. მარიამი ამბობდა, რომ შვიდთვიანი დაშორების შემდეგ შერიგება რთული არ ყოფილა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ორივე ბევრ რამეზე დაფიქრდა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Mariam Khorguashvili (@miss_mariamkh)

წყვილი საბოლოოდ მაინც დაშორდა და ახლა უმშვენიერეს მარიამს გვერდით ჰყავს ის ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ძალიან უყვარს. გოგონას რჩეული ვაკო გიგინეიშვილია. წყვილი ერთმანეთს უზომოდ უხდება. ხშირად მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და „ინსტაგრამზე“ ერთად თუ ცალ-ცალკე გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს გვთავაზობენ. რამდენიმე კვირის წინ მარიამმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ვაკომ საკუთარ დაბადების დღეზე მარიამს ხელი სთხოვა და წყვილმა ერთგვარი ქორწილი მოაწყო, რომელსაც მათი მეგობრები ესწრებოდნენ.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Mariam Khorguashvili (@miss_mariamkh)

მარიამს უსაყვარლესი შვილი ჰყავს, რომელსაც დემეტრე ჰქვია. მარიამის მეგობრები დემეტრეს დედას ძალიან ამსგავსებენ. ულამაზეს, სიყვარულით სავსე ახალგაზრდებს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც მათ მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. ისინი ხშირად ამბობენ, რომ მარიამი და ვაკო გამორჩეული, ლამაზი და ძალიან გემოვნებიანი წყვილია.

აღმოჩდა, რომ მოდელს წონის პრობლემა აქვს. „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს მარიამმა გაუმხილა, რომ ბოლო პერიოდში წონას კარგავს და ამან შეაშინა, თუმცა აპირებს პრობლემას სერიოზულად მიუდგეს.

30
თემები:
ქართველი სელებრითები (479)
ხაჭოს დესერტი

იკრძალება კატეგორიულად! დასახელდა ხაჭოსთან შეუთავსებელი პროდუქტები

0
(განახლებულია 13:49 21.06.2021)
არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელთა ჭამაც ხაჭოსთან ერთად კატეგორიულად დაუშვებელია - რატომ და რა პროდუქტებია ეს, სპეციალისტი განმარტავს

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. ხაჭოს სასარგებლო თვისებები უდავოა, ვინაიდან პროდუქტში უამრავი აუცილებელი მაკრო- და მიკროელემენტები შედის. მაგრამ იმისათვის, რომ ორგანიზმმა ეს ნივთიერებები მიიღოს, აუცილებელია იცოდეთ , რასთან შეიძლება ხაჭოს ჭამა და რასთან − არა.

კლინიკა „ბორმენტალის“ სპეციალისტი წონის დაკლებაში პაველ ისანბაევი განმარტავს, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებიდან უპირველესია კაზეინი − რძის ცილა, რომელიც მისი მოხაჭოების დროს გამოიყოფა. და მიუხედავად იმისა, რომ ხაჭო ნებისმიერ პროდუქტს ეთავსება, დიდი რაოდენობთ ცილა გამოხატულ ინსულინურ პასუხს იწვევს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი მკვებავ ნივთიერებებს უფრო სწრაფად ითვისებს. ცილაზე  ცხიმის დამატება კი ინსულინურ პასუხს აქვეითებს (ამიტომაც 9%-იანი ან არაჟანთან შერეული ხაჭო უფრო სასარგებლოა). ამიტომ, ვისაც შაქრის მაღალი დონის პრობლემა აქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვას მურაბიანი, თაფლიანი, მწიფე ბანანშერეული ხაჭო“, − ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, სჯობს ხაჭოს მწვანილი ან ბულგარული წიწაკა დაუმატოთ, ან უბრალოდ მაღალცხიმიანი, თუნდაც 5%-იანი ხაჭო მიირთვათ.

იმისათვის, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ელემენტები ორგანიზმმა ამომწურავად შეითვისოს, კარგი იქნება, თუ ხაჭომდე ბოსტნეულს, მაგალითად, კომბოსტოს ან მწვანილეულს მიირთმევთ. ასეთ შემთხვევაში უჯრედისი ინსულინურ პასუხს დააქვეითებს.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, რომელთა ხაჭოსთან ერთად მირთმევა რეკომენდებული არ არის, ესენია:

  • რძე − ზოგი ადამიანი ხაჭოს რძეს უმატებს, რათა ის უფრო რბილი და ნაზი გახადოს. მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია! ამ კომპონენტების შერევისას რძის ცილის მაჩვენებელი ძალიან იზრდება და მისი მონელება პრაქტიკულად შეუძლებებლია. შესაბამისად, შედაეგად მიიღებთ „ფუჭ“ საკვებსა და ზედმეტ კალორიებს.
  • ყავა − საუზმედ ბევრი ირჩევს ხაჭოსა და ყავას, მაგრამ ეს არასწორია. ყავა განსაკუთრებულ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სრულებით არ ეთავსება რძის პროდუქტებს. გარდა ამისა, ეს ორი პროდუქტი ერთად კალციუმის სწორად ათვისებას უშლის ხელს.
  • კვერცხი − ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია: კვერცხი ძალიან ბევრ ცილას შეიცავს. მისი თერმული დამუშავების შემდეგ მისი დენატურაცია იწყება და ცილის ათვისების ხარისხი იმატებს. ორგანიზმს კი ასეთი დიდი რაოდენობით ცილის გადამუშავება გაუჭირდება.
  • შაქარი − ყველაზე გავრცელებული ვარიანტი − ეს სწორედ ხაჭოზე შაქრის დამატებაა. მაგრამ ის კალციუმის ათვისების პროცესს ამცირებს და ამასთან ძალიან, ძალიან კალორიულია.
  • ხორცი − ხაჭოსთან ხორცს ალბათ ცოტა მიირთმევს, მაგრამ მათ გასაგონადაც უნდა ვთქვათ, რომ ეს კატეგორილად მიუღებელია! ამ ორი პროდუქტის გადამუშავებას ორგანიზმი ძალიან დიდ დროს ანდომებს და თანაც მუცლის შებერიოლობასა და გაზწარმოქმნას იწვევს.
გაითვალისწინეთ სპეციალსტების რჩევები და მიიღეთ ხაჭოსგან მაქსიმალური სარგებელი!
0
თემები:
ექიმი გირჩევთ