„ჩამოვიყვანოთ საქართველოში...“ – პოლ მაკარტნი „მზიურზე“ წერს

© AFP 2024 / SCANPIX / JENS NOERGAARD LARSEN პოლ მაკარტნი
პოლ მაკარტნი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
ცნობილმა მუსიკოსმა პოლ მაკარტნიმ კაფე „მზიურთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტო და ტექსტი გამოაქვეყნა.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ლეგენდარული „ბითლზის“ წევრი, სერ პოლ მაკარტნი სოციალურ ქსელში „მზიურის“ შესახებ პოსტს აქვეყნებს. ამის თაობაზე ინფორმაცია ანა გოგუაძემ გაავრცელა, რომელიც საქართველოს მთავრობას და თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს, რომ მუსიკოსი საქართველოში ჩამოიყვანონ.

„ჩამოვიყვანოთ რა, თუნდაც თბილისობაზე, ამდენი წელია მჯეროდა, რომ გაიგებდა მზიურზე და გაიგო!“ – წერს ანა გოგუაძე.

პოლ მაკარტნი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2016
პოლ მაკარტნიმ წვეულებაზე ფეისკონტროლი ვერ გაიარა

პოსტში პოლ მაკარტნის ხელში უჭირავს ბანერი, სადაც წერია „ხორცისგან თავისუფალი ორშაბათი“. „ვულოცავთ კაფე „მზიურს“ წარმატებულ ხუთ წელიწადს და კიდევ ბევრ წარმატებულ წელს ვუსურვებთ“, – აღნიშნულია პოსტში.

სერ ჯეიმზ პოლ მაკარტნი – ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი, მუსიკის სამეფო აკადემიისა და მუსიკის სამეფო კოლეჯის საპატიო წევრი, ინგლისელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი. ჯონ ლენონთან, ჯორჯ ჰარისონთან და რინგო სტართან ერთად ჩამოაყალიბა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემოქმედებითი პარტნიორობა – ჯგუფი „ბითლზი“. „ბითლზის“ დაშლის შემდეგ მან სოლო-კარიერა დაიწყო, მოგვიანებით ჩამოაყალიბა ჯგუფი Wings, რომელშიც შედიოდნენ მისი პირველი მეუღლე ლინდა ისტმენი და სიმღერების ავტორი და ვოკალისტი დენი ლეინი.

ყველა ახალი ამბავი
0