საპატრულო პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

30
(განახლებულია 11:27 02.06.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან ამ დროისთვის მოქმედებს „კომენდანტის საათი", პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 444 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 56 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 11 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 320 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 68 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

30
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (817)
რობოტისა და ადამიანის ხელები

„მეცნიერების კალენდარი 2021“: საქართველოში ახალი პროექტი იწყება

5
(განახლებულია 12:09 21.06.2021)
სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გასტანს.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში იწყება ახალი პროექტი „მეცნიერების კალენდარი – 2021“, რომლის მიზანიც მეცნიერების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. 

პროექტი, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის), მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.

პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ განხორციელებაში ჩართული არიან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, ასევე სახელოვნებო უნივერსიტეტები, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე პირები და ახალგაზრდა მეცნიერები.

პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

10 ნოემბერს საქართველოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. იგეგმება  სხვადასხვა კონკურსის ჩატარება, მათ შორის, ქართველოლოგიის ვიკიკონკურსი, კონკურსი „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“ და ა.შ.  ასევე იგეგმება მასტერკლასები და კონფერენციები, ღონისძიებებისა და საჯარო ლექციების ციკლი შავი ზღვის თემაზე.

გარდა ამისა, 2021 წელს  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპელ მკვლევართა ღამის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

 

5
თემები:
განათლება საქართველოში
მარიამ ხორგუაშვილი

„წონის კლებაში წავედი და მეშინია...“ - მარიამ ხორგუაშვილის აღიარება

18
(განახლებულია 11:12 21.06.2021)
მარიამ ხორგუაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ქართველი მოდელისა და ფეხბურთელი ლაშა კალანდაძის სილამაზემ ინტერნეტი მას შემდეგ „ააფეთქა", რაც სოციალურ ქსელში წყვილის ქორწილის ფოტოები გამოქვეყნდა.

მარიამი და ლაშა რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. მოდელი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა ჭორები და შემდეგ ფაქტები სხვა რამეს მეტყველებდა. მშვენიერი მოდელის გარშემო მუდამ იყო საუბარი იმაზე, შეურიგდებოდა თუ არა ყოფილ მეუღლეს. სხვადასხვა წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ შერიგდნენ.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Mariam Khorguashvili (@miss_mariamkh)

მოდელისა და ფეხბურთელის წყვილი – მარიამ ხორგუაშვილი და ლაშა კალანდაძე, რომელთა სილამაზემ მთელი საქართველო აალაპარაკა, რამდენიმეთვიანი დაშორების შემდეგ მართლაც შერიგდნენ. მარიამი ამბობდა, რომ შვიდთვიანი დაშორების შემდეგ შერიგება რთული არ ყოფილა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ორივე ბევრ რამეზე დაფიქრდა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Mariam Khorguashvili (@miss_mariamkh)

წყვილი საბოლოოდ მაინც დაშორდა და ახლა უმშვენიერეს მარიამს გვერდით ჰყავს ის ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ძალიან უყვარს. გოგონას რჩეული ვაკო გიგინეიშვილია. წყვილი ერთმანეთს უზომოდ უხდება. ხშირად მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და „ინსტაგრამზე“ ერთად თუ ცალ-ცალკე გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს გვთავაზობენ. რამდენიმე კვირის წინ მარიამმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ვაკომ საკუთარ დაბადების დღეზე მარიამს ხელი სთხოვა და წყვილმა ერთგვარი ქორწილი მოაწყო, რომელსაც მათი მეგობრები ესწრებოდნენ.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Mariam Khorguashvili (@miss_mariamkh)

მარიამს უსაყვარლესი შვილი ჰყავს, რომელსაც დემეტრე ჰქვია. მარიამის მეგობრები დემეტრეს დედას ძალიან ამსგავსებენ. ულამაზეს, სიყვარულით სავსე ახალგაზრდებს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც მათ მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. ისინი ხშირად ამბობენ, რომ მარიამი და ვაკო გამორჩეული, ლამაზი და ძალიან გემოვნებიანი წყვილია.

აღმოჩდა, რომ მოდელს წონის პრობლემა აქვს. „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს მარიამმა გაუმხილა, რომ ბოლო პერიოდში წონას კარგავს და ამან შეაშინა, თუმცა აპირებს პრობლემას სერიოზულად მიუდგეს.

18
თემები:
ქართველი სელებრითები