COVID-19 საქართველოში – 2 ივნისის მონაცემები

© AP Photo / Mahesh Kumar Aტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 329.516 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.834, კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.541 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 639 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 954-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 346.150-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 329.516 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 896), გარდაიცვალა – 4.834 (ბოლო 24 საათში – 30), კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.541 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 639 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 30.603 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18.444, PCR–ტესტით – 12.159.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,12%, ბოლო 14 დღის – 3,23%, ბოლო 7 დღის – 2,8%.

სულ აცრილია 149.191 პირი, ერთ დღეში აცრილია 5.251 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0