სუროგაციის ცენტრის, NEW LIFE-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ კულტურული სტერეოტიპებით გაჟღენთილ საქართველოში „ბანძობაა“ იყო ცოლი.
„დასრულდა 5 -დღიანი ტრენინგი საოცარ ფსიქოთერაპევტებთან, ფრანც მულმასტერთან და მზიკო დალაქიშვილთან, თემაზე: „სექსუალობა“. მეგობრებთან ერთად ვტოვებ მაღალმთიან აჭარას და კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა იმის თაობაზე, რომ კულტურული სტერეოტიპებით გაჟღენთილ საქართველოში, მაგარი ბანძობაა იყო ცოლი. ლავერი - კი ბატონო. სიყვარულს და სექსუალობას არ სჭირდება პრივატიზაცია“, - წერს კუკუნაშვილი.
სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი საკუთარი დიზაინით მოწყობილ უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. მარიამ კუკუნაშვილს ახლა სამი ტყუპი ჰყავს, თუმცა წლების განმავლობაში არ ჰყავდა შვილები. სწორედ ამან გადააწყვეტინა ამ სფეროში დაეწყო ბიზნესი.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, ბიზნესი 1200 ლარით დაიწყო - მუშაობდა ამერიკის საელჩოში, ბოლო ხელფასი რომ აიღო 300 დოლარად იქირავა ერთი ოთახაი ბახტრიონის ქუჩაზე და პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყო. 2008 წლიდან დაიწყო დონაციისა და სუროგაციის ცენტრის გახსნით საქართველოში, შემდეგ უკვე სხვა ფილიალები მოყვა, შემდეგ - ხელოვნური განაყოფიერების კლინიკები და ამჟამად უკვე 10-ზე მეტ ქვეყანაშია.
მარიამ კუკუნაშვილი ცხრაჯერ დაქორწინდა საკუთარ მეუღლეზე. როგორც ინტერვიუებში ამბობს, ეს ტრადიცია უკვე მობეზრდათ და ჩვევა, რომ ყოველ წელს ახლიდან თხოვდა ქმარი ხელს, დაივიწყეს.