Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მიმიწერეთ, რომელი კაბა გინდათ...“ - ალექსანდრა პაიჭაძემ გოგონების გახარება გადაწყვიტა

© Facebook / Aleksandra Paichadzeალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
ცნობილი მოდელის ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ალექსანდრა პაიჭაძემ საიდუმლოს ფარდა ახადა

ტელეწამყვანი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე საკუთარ ხელმომწერებს ხშირად ანებივრებს სხვადასხვა ყოველდღიური რჩევით. ამჯერად მან გოგონების გახარება კაბების ჩუქებით გადაწყვიტა. ალექსანდრას თქმით, კაბები მხოლოდ ერთხელ ეცვა და გამარჯვებულებს გათამაშების მიხედვით გამოავლენს.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

„ამასობაში ორი კაბა გავაჩუქე უკვე და კიდევ მინდა, რომ ბევრი გავაჩუქო. ეს კაბები მხოლოდ ერთხელ მაქვს ჩაცმული, ძალიან მოვლილ და კარგ მდგომარეობაშია. შეიძლება ბირკა არ აქვს, მაგრა რა მნიშვნელობა აქვს? მინდა, რომ ბანკეტამდე ბევრი გოგო გავახარო. ბევრი კაბა მაქვს ძალიან და გამოქვეყნებულ ფოტოებში მიმიწერეთ, რომელიც გინდათ, რომ გავათამაშო და გავაჩუქებ“ - აღნიშნავს ალექსანდრა „ინსტაგრამის“ „სთორიში“.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მასზე უფროსი ასაკის კაცზეა შეყვარებული. ამის შესახებ მოდელმა გადაცემა „სთორიში“ ისაუბა და აღნიშნა, რომ საჯაროდ საუბარი არ უყვარს პირადზე, თუმცა ძალიან შეყვარებულია.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

30 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ალექსანდრას კამერების წინ პოზირება განსაკუთრებულად უყვარს. როგორც თავად აღნიშნავს, ფოტოებზე მეტად უპირატესობას ვიდეოების გადაღებას ანიჭებს. სოციალური ქსელის მისი გვერდი ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ და  თვალს ვერ მოწყვეტთ. ცნობილი „ინფლუენსერების“ სიაში მან ადგილი თამამად დაიკავა. ამაში ხელს არაორდინარულობა, ინტელექტი და გემოვნება უწყობს.

ყველა ახალი ამბავი
0