კორონავირუსი საქართველოს სკოლებში – ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerსწავლა კორონავირუსის ეპიდემიის დროს
სწავლა კორონავირუსის ეპიდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
სასწავლო დაწესებულებებში ინფიცირების თავიდან ასაცილებლად კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოებაზე კონტროლი.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში დისტანციური სწავლების რეჟიმზე 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი რჩება, იუწყება განათლების სამინისტროს პრეს-სამსახური.

სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე მშობლების თხოვნით ან კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ გადადიან. ქვეყანაში დაახლოებით 2,3 ათასი სახელმწიფო და კერძო სკოლაა.

ექიმი ცრის პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
აცრიან თუ არა ბავშვებს COVID-19-ზე საქართველოში: ჩხაიძის განმარტება

ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსი მოსწავლეების 0,04%-ს დაუდასტურდა. რაც შეეხება მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, ავადობის მაჩვენებელმა 0,2% შეადგინა.

შემცირდა რისკ-ჯგუფში შემავალი იმ პედაგოგების რიცხვი, რომელთაც დისტანციურ რეჟიმში მუშაობის სურვილი გამოთქვეს. ამ ეტაპზე გაკვეთილებს დისტანციურად ქვეყნის მასშტაბით 129 პედაგოგი ატარებს.

მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში ძალაში შედის წერტილოვანი შეზღუდვები – დისტანციურ სწავლებაზე გადადის ან მთლიანად სკოლა, ან კონკრეტული კლასი.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2020-2021 სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დასრულება ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყველაფერს აკეთებს, რათა პანდემიის მესამე ტალღა სასწავლო პროცესისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0