სპეციალური Facebook–გვერდი: აქ ვაქცინაციის შესახებ ყველაფერს შეიტყობთ

© photo: Pixabay / torstensimonკორონავირუსის ვაქცინა
კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
სპეციალურ Facebook-გვერდზე ვაქცინაციის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია განთავსდება. გვერდზე მოცემული იქნება ვაქცინაციის დეტალები, ფაქტები და რეალური მონაცემები.

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის მიზნით სპეციალური Facebook-გვერდი Provax შეიქმნა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, აღნიშნულ გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. Provax-ის მეშვეობით მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას, თუ სად და როგორ შეძლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას. გვერდზე განთავსებული იქნება ასევე ვაქცინაციის პროგრამის დეტალები, ფაქტები და რეალური მონაცემები.

COVID-19-ის საწინააღდეგო ვაქცინები - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
AstraZeneca-ს და Sinopharm-ის ვაქცინების ახალი პარტიები საქართველოში ივნისში შემოვა

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მასობრივი ვაქცინაცია ცხოვრების ნორმალურ რიტმში სწრაფად დაბრუნების ერთადერთი გზაა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით, ხოლო Pfizer-ით – 30 მარტს. 4 მაისიდან საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით, ხოლო 24 მაისიდან – Sinovac–ით დაიწყო.

პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრა, მაგრამ შემდგომში პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად აცრა უკვე 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0