თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 508 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 252 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო - ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, ქვემო ქართლი - 42, იმერეთი - 35, შიდა ქართლი - 20, კახეთი - 22, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.481 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 323.409-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 17 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.699-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 12.704 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.965 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 2.120, აჭარაში - 417, იმერეთში - 536.
913 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 219 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში - 16, იმერეთში - 17. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 668 ადამიანი, მათ შორის 352 - თბილისში, 275- აჭარაში. 8.071 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 11.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23.818 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15.512 პირი, აჭარაში - 2.127, იმერეთში - 1.728.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 340.838-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.