COVID-19 საქართველოში – 27 მაისის მონაცემები

© photo: AFP 2020 / Kirsty Wigglesworthლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 323.409 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.699, კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.965 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 668 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 340.838-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 323.409 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.481), გარდაიცვალა – 4.699 (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.965 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 668 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 24.358 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12.320, PCR–ტესტით – 12.038.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,09%, ბოლო 14 დღის – 3,77%, ბოლო 7 დღის – 3,47%.

სულ აცრილია 125.601 პირი, ერთ დღეში აცრილია 4.291 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0