რკინის კონსტრუქციები და პოლიცია – რა დახვდებათ გუმათში „რიონის ხეობის მცველებს“

© Sputnik / STRINGERპოლიცია რიონის ხეობაში
პოლიცია რიონის ხეობაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
თბილისის ცენტრში ოთხდღიანი საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა სოფელ გუმათის დასახლებაში, მდინარე რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე რკინის კონსტრუქციები აღმართეს, იუწყება „პირველი არხი". 

ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
ლევან ვასაძე ნამახვანჰესის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების იდეით გამოდის

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში პოლიციის მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პროტესტი ისევ გუმათის დასახლებაში გაგრძელდება.

გუშინ თბილისში გამართულ მიტინგზე აქციის ორგანიზატორებმა დედაქალაქიდან რიონის ხეობაში დაბრუნება და პროტესტის ადგილზე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.

„რესპუბლიკის მოედანზე 16:00 საათზე აქციის ჩატარებას ვგეგმავთ, შემდეგ კი ავტოკოლონით დავიძვრებით სოფელ ნამოხვანისკენ, რათა კომპანია ENKA-ს სამშენებლო სამუშაოებს ხელი უშუალოდ რიონის ხეობაში შევუშალოთ. ხეობაში შესასვლელი გზები სამშენებლო კომპანიის მუშახელისა და ტექნიკისთვის გადაიკეტება“, – განაცხადა გოლეთიანმა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 212-ე დღეა გრძელდება. აქციამ რეგიონებიდან თბილისში კვირას გადმოინაცვლა. აქციაზე მთავრობის მიმართ რიგი მოთხოვნები წამოაყენეს, რომელიც ხელისუფლებას 24 მაისის შუადღემდე უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ქალაქის პარალიზება დააანონსეს. მოთხოვნები არ შესრულდა და ორშაბათს აქციის მონაწილეებმაც თბილისის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათით გადაკეტეს. ხელისუფლება, თავის მხრივ, ულტიმატუმის ენას მიუღებლად მიიჩნევს და აქციის მონაწილეებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს. 

ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გოლეთიანი: მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თბილისის პარალიზება მოხდება

მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის" – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".

ამასთან, ხეობაში წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით კაშხლის საშუალებით წყლის დონის რეგულირება მოხდება.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0