მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnik / Stringerგვირაბი
გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
გვირაბში ჰაერის გამწოვი ვენტილატორების ავტომატური მართვის სისტემის დასარეგულირებლად და მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება იგეგმება.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 25 და 26 მაისს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 25 მაისის 23:00 საათიდან 26 მაისის 02:30 საათამდე გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 26 მაისის 02:30 საათიდან 05:00 საათამდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

„საავტომობილო გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი–თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0