COVID-19 საქართველოში – 22 მაისის მონაცემები

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 317.069 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 680), გარდაიცვალა – 4.602 (ბოლო 24 საათში – 33), კარანტინის რეჟიმშია 80, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.270 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 701 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.071-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 336.840 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 317.069 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 680), გარდაიცვალა – 4.602 (ბოლო 24 საათში – 33), კარანტინის რეჟიმშია 80, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.270 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 701 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 29.985 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 16.333, PCR ტესტით - 13.652.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური –  3,57%, ბოლო 14 დღის - 4,11%, ბოლო 7 დღის - 4,18%.

სულ აცრილია 109.395 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია 3.866 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0