ინფექციურ საავადმყოფოში ისრაელში შექმნილ კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატს გამოიყენებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
კლინიკის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე მიიჩნევს, რომ ისრაელში წარმოებული ახალი პრეპარატი ეფექტურია მძიმე და კრიტიკული პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი აქვთ და ჟანგბადდამოკიდებული არიან.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო უნივერსალური პრეპარატი - EXO-CD24, რომელიც ისრაელელმა მეცნიერებმა შექმნეს, შესაძლოა გამოიყენონ თბილისის ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში, განაცხადა კლინიკის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

Pfizer: საქართველო აუცილებლად მიიღებს ერთ მლნ დოზა ვაქცინას >>

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და თავისებურ მიდგომას საჭიროებს. მისი თქმით, უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას პრაქტიკულად არ საჭიროებენ, ხოლო საშუალო სიმძიმის და კრიტიკულ პაციენტებს ამჟამად მსოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მკურნალობენ. პროტოკოლი ხშირად ახლდება, როდესაც მკურნალობის რაიმე ახალი მეთოდი ან მედიკამენტი ჩნდება. საქართველოში პროტოკოლი ბოლოს მაისში განახლდა.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ჯანმო: არსებული ვაქცინები კორონავირუსის ყველა შტამის მიმართ ეფექტურია

ენდელაძე მიიჩნევს, რომ ისრაელში შექმნილი ახალი პრეპარატი ეფექტურია კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში, როდესაც ინფიცირებულებს სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა აღენიშნებათ და ჟანგბადდამოკიდებული ხდებიან.

„ჯერჯერობით ჩვენ პრაქტიკაში არ გამოგვიყენებია, მაგრამ ვესწრებოდი შეხვედრას და ვიცი, რომ თუ ეს მართლა ისეთი იქნება, როგორსაც გვეუბნებიან, ალბათ შედეგი გვექნება. სავარაუდოდ, ჩვენთან შემოვა... მთავარია, პაციენტისთვის მავნე არ იყოს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თავის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად შეხვდა თელ-ავივის სურასკი-იჰილოვის სახელობის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და COVID-19-ის მიმართულების ხელმძღვანელს ნადირ არბერს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ახალი პრეპარატის გამოყენების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

ეს მსოფლიოში COVID-19-ის სამკურნალო პირველი პრეპარატია, რომელმაც წარმატებით გაიარა ტესტირების პირველი ფაზა. კორონავირუსით ინფიცირებული 30-დან 29 პაციენტი ახალი პრეპარატის - EXO-CD24-ის მიღებიდან 3-5 დღეში გამოჯანმრთელდა.

ტურისტები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
COVID-19: სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია

მკვლევარების თქმით, განიკურნა ოცდამეათე პაციენტიც, თუმცა მის მკურნალობას უფრო დიდი დრო დასჭირდა.

თავდაპირველად პრეპარატი კიბოს სამკურნალოდ შეიქმნა. EXO-CD24 შეიცავს გამდიდრებულ CD24-ექზოსომებს და უშუალოდ ფილტვებში ხვდება. პრეპარატის შესუნთქვა ხელს უწყობს ციტოკინების რაოდენობის შემცირებას.

კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება დისტრესსინდრომია. ის იწვევს იმუნური სისტემის ჰიპერრეაქციას (ციტოკინური შტორმი). ვითარდება ორგანოების უკმარისობა, იმატებს ტემპერატურა. ეს სინდრომი სხვა დაავადებების დროსაც ვითარდება, როგორებიცაა პნევმონია, სეფსისი, გრიპი და ა.შ. საბოლოოდ სინდრომი სუნთქვის უკმარისობას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0