COVID-19 საქართველოში – 18 მაისის მონაცემები

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 312.349 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.499, კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.343 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 662 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.562-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 312.349 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.490), გარდაიცვალა – 4.499 (ბოლო 24 საათში – 30), კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.343 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 662 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 29.685 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21.443, PCR–ტესტით – 8.242.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,26%, ბოლო 14 დღის – 4,85%, ბოლო 7 დღის – 3,72%.

სულ აცრილია 93.305 პირი, ერთ დღეში აცრილია 4.021 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0