ძლიერმა წვიმამ და ქარმა გურიაში პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Stringerუამინდობა
უამინდობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, უამინდობამ რა რაოდენობის ზარალი მიაყენა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

ხევის, დაბის, ზემოხეთისა და ბურნათის სოფლებში ქარმა ხეები მოგლიჯა, ასევე დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ჩოხატაურის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, წაქცეული ხეების გამო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სოფელ ხევში გზა ჩაიხერგა. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამდენიმე სოფელს. ამ დროისათვის გზა გაწმენდილია და ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველა სოფელში აღდგენილია.

„მერიის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურების, ასევე კომპანია Energo-Pro-Georgia-ს ბრიგადები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისათვის ელექტროენერგია ყველგან აღდგენილია გარდა ერთი უბნისა“, – განაცხადა კუჭავამ.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას დღეიდან დაიწყებს.

ყველა ახალი ამბავი
0