პრემიერ-მინისტრი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა სელიმ ჩაქერს პანდემიის რთული პერიოდის დაძლევის პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მუდმივ წარმომადგენელს სელიმ ჩაქერს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დასრულებულ ოთხწლიან გაფართოებულ პროგრამაზე. ღარიბაშვილის შეფასებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კრიზისის დაძლევის სტრატეგიის მომზადებასა და განხორციელებაში დაეხმარა. 

დაკეტილი კაფეები - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
თურნავა: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერი სამწლიანი პროგრამა სსფ-მ 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. მოგვიანებით, პანდემიის გამო, პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და 12 აპრილს დასრულდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (EFF) მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა, რაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოსთვის 111 მლნ დოლარის ოდენობის ბოლო ტრანშის გადმორიცხვას, რის შედეგადაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საერთო თანხა 687 მლნ დოლარს გაუტოლდება.

საქართველოს ეკონომიკური სიტუაციის შეფასებისას სსფ-ში აღნიშნეს, რომ COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გადალახვისა და ვაქცინაციის დაწყების შემდეგ საქართველო პოტენციურად იმყოფება პანდემიის შედეგების გადალახვის განმეორებით ეტაპზე.

სსფ მიიჩნევს, რომ მომდევნო ნაბიჯები უნდა იყოს მკაცრი კონტროლი COVID-19-ზე, აღდგენის უზრუნველყოფა და რთულ პირობებში მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის დაცვა. ამასთან, საბაზო სცენარის თანახმად, ძლიერი აღდგენა მოსალოდნელია 2021 წლის მეორე კვარტალში, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა წელიწადში 3,5% იქნება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა სელიმ ჩაქერს პანდემიის რთული პერიოდის დაძლევის პროცესში სსფ-ის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით მუშავდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გეგმის განხორციელებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

ყველა ახალი ამბავი
0