Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩვენი ოთხეული შეიკრა...“ – გიორგი ყიფშიძე მეოთხე შვილის მამა გახდა – ფოტო

© Facebook / Eny Enyგიორგი ყიფშიძე მეუღლესთან ერთად
გიორგი ყიფშიძე მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
გიორგი ყიფშიძის პირადი ცხოვრება მუდამ ინტერესის საგანია. ცოტა ხნის წინ მსახიობმა 20 წლით უმცროსი ცოლი მოიყვანა და მისგან ახლახან მეორე შვილიც შეეძინა.

გიორგი ყიფშიძეს მეოთხე შვილი შეეძინა. ამის შესახებ მსახიობის უფროსმა ქალიშვილმა ნატალიამ სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს ჩვენი ოცნების გოგონა დაიბადა. ჩვენი ოთხეული შეიკრა და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. ლუნა ყიფშიძე, გვიყვარხარ შენს დაიკოს და ძამიკოებს”, – დაწერა ნატალია ყიფშიძემ „ფეისბუქზე“.

გიორგი ყიშიძის მესამე მეუღლე 19 წლით უმცროსი ანა გასიევაა. ახალშობილი გოგონა წყვილის მეორე შვილია. პირველი ქორწინებიდან გიორგის 18 წლის ნატალია ჰყავს, მეორე ქორწინებიდან კი 7 წლის ალექსანდრე.

მსახიობ გიორგი ყიფშიძეს და ფოტოგრაფ ანა გასიევას გასული წლის მარტში ბიჭუნა – კოსმო ყიფშიძე შეეძინათ. მსახიობმა სოციალურ ქსელში ახალშობილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა და უამრავი მილოცვაც მიიღო. ბიჭუნას დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე გიორგის ახალმა მეორე ნახევარმა სოციალურ ქსელში ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნა ქორწინების მოწმობის ფონზე და ამით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძემ 24 წლის ფოტოგრაფზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი „ზაზანოვაში“ გადაიხადა.

გიორგი დაახლოებით 15 წლის წინ დაშორდა მოდელ კრისტი ყიფშიძეს, რომელიც დღემდე მის გვარს ატარებს. მასთან გიორგის ყველასთვის საყვარელი გოგონა ნატალია ყიფშიძე ჰყავს. კრისტისთან დაშორების შემდეგ მან მხატვარ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა. ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესაც დაშორდა.

43 წლის გიორგი ყიფშიძე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 2002 წლიდან. მონაწილეობდა ფილმებში „რევერსი (უბრალოდ თამაში)“, „თბილისური Love Story“, „გასეირნება ყარაბახში 2“, „ქუჩის დღეები“, „მარილივით თეთრი“.

გიორგი ყიფშიძე დიდი ხანია ცნობილი მამის ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა მას მოიხსენიებენ, როგორც გიორგის და არა როგორც ზურას შვილს. იგი შესანიშნავი მსახიობია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტელესერიალიდან „ცხელი ძაღლი“, ხოლო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ვერსკის როლი შეასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0