კუჭავა: ამ გამარჯვებაში ქართველ გმირებს დიდი როლი მიუძღვით

© Sputnik / Denis Aslanovომის ვეტერანი
ომის ვეტერანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

 

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მივაგოთ პატივი და უნდა ვზრუნავდეთ იმ ვეტერანებზე, რომლებიც არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

საქართველოში დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
ღარიბაშვილი: ყველას ვალია პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა ამ დიდ ომში

ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა, ვაკის პარკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იქ არ გაიმართება – წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

კახა კუჭავამ უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„76 წლის წინ კაცობრიობამ ძალიან საშიშ მტერზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის ქართველ გმირებს. აუცილებელია, ყოველ წელს არა მხოლოდ ვიზრუნოთ, გვახსოვდეს ვეტერანები და პატივი ვცეთ იმ დიდ მიღწევას, რომელიც მათ თავიანთი შვილების და შვილიშვილების გამო, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გაიღეს“,- განაცხადა კუჭავამ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.

დღეისთვის საქართველოში 263 ვეტერანი ცხოვრობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის,ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0