COVID-19 საქართველოში – 8 მაისის მონაცემები

© AP Photo / Anupam Nathტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 299.500 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.263, კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.284 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 788 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.564-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 320.830-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 299.500 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 693), გარდაიცვალა – 4.263 (ბოლო 24 საათში – 18), კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.284 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 788 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 27.384 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15.341, PCR–ტესტით – 12.043.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,71%, ბოლო 14 დღის - 5,84%, ბოლო 7 დღის - 6,71%.

სულ აცრილია 58533 პირი, დღიურად აცრილია - 3846.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0