მოდელი თამთა შედანია, სავარაუდოდ, ორსულადაა. მოდელმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ შიო-მღვიმის მონასტერში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ვიდეოში კარგად ჩანს თამთას წამოზრდილი მუცელი.
ცოტა ხნის წინ თამთა შედანიას ერთადერთი ქალიშვილი 7 წლის გახდა. დედამ გოგონას ზღაპრული დაბადების დღე ბუნებაში გადაუხადა. წვეულებას თამთას ქმარი და მისი შვილიც ესწრებოდნენ, რომელიც თამთას შვილთან მეგობრობს.
View this post on Instagram
თამთა შედანია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, როგორც ჩანს, ქორწილს არ ჩქარობს. მისი რჩეული ინტერიერის დიზაინერი, 34 წლის სიმპათიური რატი რატიანია. რატი ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად მაშინ მოხვდა, როცა ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა. რატიმ თებერვალში თამთას ფოტო გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“ და დაწერა: „მან კი თქვა“.
View this post on Instagram
ცნობილი ქართველი მოდელი თამთა შედანია საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს. მან ყვითელ პრესასთან ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც მისი ყოფილი ქმარი ერეკლე მანგოშვილი დააკავეს.
View this post on Instagram
თამთა რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა სრულიად მარტო დარჩა, მაგრამ ფარხმალი არ დაყარა და პატარა მიას აღზრდას დამოუკიდებლად ახერხებს. სანამ ერეკლე მანგოშვილი თამთა შედანიაზე დაქორწინდებოდა, ორი ცოლი ჰყავდა, ერთ-ერთი იყო მომღერალი თაკო ვადაჭკორია.