საქართველოში 43 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა ჩამოვიდა

© AP Photo / Attila Balazsკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებაში „იუნისეფი“ დაეხმარა. აღნიშნული ვაქცინები განკუთვნილია მათთვის, ვინც AstraZeneca-ს პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოში დღეს, გამთენიისას 43 ათასი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა ჩამოვიდა.

აღნიშნული ვაქცინები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. საქართველომ AstraZeneca-ს ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია 13 მარტს მიიღო.

ვაქცინა AstraZeneca - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
იწყება რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზაზე: გამოცხადდა დეტალები

AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. ​მოქალაქეებს შეუძლიათ მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში. უშუალოდ აცრა კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

აპრილის დასაწყისში ექსპერტთა საბჭომ ჯანმოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა ჩატარდეს და 8 აპრილიდან ქვეყანაში ეს პირობა არის დაცული. მაგრამ ეს ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება მათზე, ვინც მანამდე პირველი აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით ჩაიტარა.

რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ ვებ-პორტალზე booking.moh.gov.ge.

საქართველომ ივლისში შეიძლება Novavax-ის ვაქცინა მიიღოს>>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია თითქმის 48 ათასი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0