ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის შვილი ლუკასი 6 წლის გახდა. აღნიშნულის შესახებ ბასილაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო, გილოცავ“, – წერს ბასილაშვილი.
ცნობილია, რომ ბასილაშვილს ყოფილ ცოლთან ნეკა დოროყაშვილთან სკანდალური დავა აქვს. ბასილაშვილსა და დოროყაშვილს ერთადერთი ვაჟი ლუკასი ჰყავთ, რომელიც დედასთან იზრდება.
ყოფილმა ცოლმა ბასილაშვილი ძალადობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ჩოგბურთელი დააკავეს, თუმცა ის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმეზე საბოლოო სასამართლო განხილვა ჯერ არ გამართულა.
2 მაისს საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგით 35-ე ადგილი) მიუნხენში АТР-250 სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ბასილაშვილისთვის მიუნხენში მოპოვებული გამარჯვება მეხუთეა მისი კარიერის განმავლობაში და მეორე ATP ტურნირებში მიმდინარე სეზონში. მიუნხენში გამარჯვებამდე ბასილაშვილმა АТР-ს ოთხი ტიტული მოიგო: ორჯერ ჰამბურგში (2018, 2019), პეკინში (2018) და დოჰაში (2021).