COVID-19 საქართველოში – 4 მაისის მონაცემები

© photo: Sputnik / Vladimir Pesnyaლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
გამოწერა
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 9.790 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 8,05%, ბოლო 14 დღის – 5,02%, ბოლო 7 დღის – 5,74%.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 788-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 313.742-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 295.458 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.206), გარდაიცვალა – 4.183 (ბოლო 24 საათში – 20), კარანტინის რეჟიმშია 89, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.209 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 788 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 9.790 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4.802, PCR–ტესტით – 4.988.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 8,05%, ბოლო 14 დღის – 5,02%, ბოლო 7 დღის – 5,74%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0