საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების დღე მიულოცა

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტები აქციაზე
ჟურნალისტები აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2020 წლის კვლევის შედეგებით, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების ინდექსში მე–60 ადგილზეა

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა, გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 3 მაისს 1994 წლიდან აღინიშნება.

„თავისუფალი, მაღალი პასუხისმგებლობის მედია საზოგადოების განვითარებისა და სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. დღეს, როდესაც ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად იქცა დემოკრატიებისთვის, მედიის პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით წინსვლას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპატიო, ძალზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში“, – ნათქვამია ღარიბაშვილის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გაზეთ-ჟურნალების გაყიდვა ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2019
საქართველომ პრესის თავისუფლების რეიტინგით სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1993 წლის 20 დეკემბრის სპეციალური რეზოლუციით გამოაცხადა.

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ინიციატივა აფრიკის ქვეყნების ბეჭდვითი ორგანოების წარმომადგენლებს ეკუთვნის. თარიღი — 3 მაისი შემთხვევით არ არის შერჩეული — სწორედ ამ დღეს 1991 წელს ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში აფრიკული8 ქვეყნების დამოუკიდებელი პრესის წარმომადგენლებმა "ვინდჰუკის დეკლარაცია" მიიღეს, რომელიც მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს მოუწოდებდა უზრუნველეყოთ პრესის თავისუფლება და მისი დემოკრატიული ხასიათი. დეკლარაციაში ხაზგასმული იყო, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2020 წლის კვლევის შედეგებით, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების ინდექსში მე–60 ადგილზეა (28.64 ქულა) და რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. სომხეთი ინდექსში 63 ადგილს იკავებს, რუსეთი 150-ეს, თურქეთი 153-ეს, ხოლო აზერბაიჯანი — 167–ე ადგილს.

რეიტინგის ლიდერები არიან ნორვეგია, ფინეთი და შვედეთი. ყველაზე ცუდი მდგომარეობაა თურქმენეთში (178), ჩრდილოეთი კორეაში (179) და ერითრეაში (180).

 

ყველა ახალი ამბავი
0