სამეგრელოში კორონავირუსს 73 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 86-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 12 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 3 მაისი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 73 წლამდე მამაკაცი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 266 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 59-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 138 კოვიდ-პაციენტი გადის –  59 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 60 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 509-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 312.954-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0