ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

© photo: Sputnikნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
ყველაზე ტიტულოვანი მოჭადრაკის გამარჯვებებით საქართველო ყოველთვის იამაყებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა

 

თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა.

 „ვულოცავ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს. ქალბატონი ნონას განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება მოუტანა. მსოფლიოს უდიდესი მოჭადრაკისა და საქართველოს ნამდვილი პატრიოტის ღვაწლი ჩვენი საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით არის დაფასებული. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და გამარჯვებებს“, – ნათქვამია ღარიბაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2020
მჯერა თქვენი წარმატების - ნონა გაფრინდაშვილის ემოციური მიმართვა საქართველოს ნაკრებისადმი

ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962 - 1978 წწ.). იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.

2019 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა სენიორებს შორის პირველობაზე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი  მეშვიდედ მოიგო. ამ ტიტულის მფლობელი ქართველი დიდოსტატი 1995, 2009, 2014-2016 და 2018 წლებში გახდა.

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია. 1996 წელს მას მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.

საქართველოში ლეგენდარული მოჭადრაკის პატივსაცემად ყოველწლიურად საჭადრაკო ტურნირი იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0