სასწრაფო დახმარება

COVID-19 საქართველოში 1 მაისის მონაცემები

84
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 291.457 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 690), გარდაიცვალა – 4.130 (ბოლო 24 საათში – 20), კარანტინის რეჟიმშია 96, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.919 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 750 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 311.457-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 291.457 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 690), გარდაიცვალა – 4.130 (ბოლო 24 საათში – 20), კარანტინის რეჟიმშია 96, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.919 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 750 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 20.129 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6.667, PCR ტესტით - 13.462.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5,7%, ბოლო 14 დღის - 4,87%, ბოლო 7 დღის - 5,13%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

84
ახალგაზრდა პირბადით

როდისაა მოსალოდნელი კორონავირუსის მეოთხე ტალღა საქართველოში ექსპერტის მოსაზრება

8
(განახლებულია 13:36 18.05.2021)
გიორგი ფხაკაძის აზრით, ზაფხულში ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა. მაისის ბოლოს მესამე ტალღა უკან დაიხევს, ხოლო სექტემბერში პანდემიის მეოთხე შემოტევას უნდა დაველოდოთ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. კორონავირუსის მეოთხე ტალღას საქართველოში უკვე სექტემბრიდან უნდა ველოდოთ, მიიჩნევს საერთაშორისო ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.

გამყრელიძე: საქართველოში პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა>>

ის ვარაუდობს, რომ მაისის ბოლოს მესამე ტალღის პიკი შენელდება და ეს ძალიან კარგია.

ფხაკაძის თქმით, ზაფხულში დავისვენებთ და ენერგიას მოვიმარაგებთ, მაგრამ ვირუსი არსად წავა. უნდა მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს მეოთხე ტალღა იქნება, აღნიშნა მან.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მეოთხე ტალღას იმ შემთხვევაში ავარიდებთ თავს, თუ მოსახლეობის 70% იქნება აცრილი.

საქართველოში გასულ დღე–ღამეში ინფიცირების 1.562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია; სულ გამოჯანმრთელდა 312.349ადამიანი, გარდაიცვალა – 4.499.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. მას მოსდევს აჭარა და იმერეთი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში აიცრა 93.305 ადამიანი, ხოლო სრული ვაქცინაცია ჩაუტარდა 15.077 მოქალაქეს.

8
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ლეპტოპი

„წამიერი ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი...“ - 8 წლის გოგო საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა

26
(განახლებულია 13:41 18.05.2021)
სასოწარკვეთილი დედა სოციალურ ქსელში საშინელ ინფორმაციას ავრცელებს. ნახეთ რა შეემთხვა ძაღლების გასასეირნებლად წასულ დედა-შვილს

8 წლის გოგო ღია საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, რის შედეგადაც ხელისა და ფეხის არეში ტრავმა მიიღო. შემთხვევა თბილისში მოხდა. ინფორმაციას და ფოტომასალას თავად გოგონას დედა ავრცელებს სოციალურ ქსელში.

როგორც დედა წერს, მან და მისმა გოგონამ ძაღლები ჩაიყვანეს სასეირნოდ, სეირნობისას კი ის ძაღლებს გაეკიდა, უცებ ყვირილი მოესმა და შვილი გაქრა. „მოვკვდი, ათასმა ფიქრმა გამიარა თავში. როგორ ჩაეკიდა სიღრმეში ბავშვი და რას ახლაც ვერ ვხვდები ძლივს ამოვიყვანე. ახლაც თვალებში მაქვს 7-8 მეტრის სიღრმეზე სიბნელე და წყლის ჩხრიალი თუ როგორი დინებით მიდიოდა. ღმერთს მადლობა რომ ბავშვი მოეკიდა რაღაცას. არ ვიცი ახლაც ვერ ვიხსენებ თუ რა და როგორ მოხდა წამებში მხოლოდ ჩუმი ყვირილი და ის ბნელი სიღრმე და წყლის ხმა ჩამესმის“, - წერს ქალი.

მისი თქმით, ბავშვს სულ დალურჯებული აქვს კიდურები, რომელსაც გადაიტანს, თუმცა იმ შოკს არა, რაც გადაიტანეს.

„დავრეკე მერიაში დავრეკე დასუფთავებაში, არსაიდან არანაირი გამოხმაურება. ძლივს ავწიე ის იმსიმძიმე თავსახური და ნახევრამდე მივაჩოჩე და ნახევრად დავაფარე იქვე ხალხმა დაფარა შემდეგ და უცებ ამოვედი სახლში ბავშვისათვის რომ მიმეხედა. ძალიან მაინტერესებს, ვისაც ეს სფერო ეხება, რატომ არ აკონტროლებენ? რატომ არის საკანალიზაციო ჭები ღია, იქ სადაც ბავშვები სეირნობენ რატომ? ძაღლი, კატა არ დაიარება?“ – წერს მოზარდის დედა.
26