ეპიდემია საქართველოში

2021 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა

119
(განახლებულია 21:47 30.04.2021)
15-დან 64 წლამდე შრომისუნარიანი მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის 64,2%-ს შეადგენს, 65 წელს ზემოთ მოსახლეობის რაოდენობა კი 15,2%-ია.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3.728.600 ადამიანს შეადგენს, რაც 0,3%-ით ნაკლებია 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

„საქსტატის“ ცნობით, მოსახლეობის შემცირების მიზეზია მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება (-0,4) და მაღალი მიგრაციული სალდო (15.732).

ამავე დროს, 2020 წელს ემიგრანტების რაოდენობა 29,3%-ით შემცირდა და 74.264 შეადგინა, მიგრანტების რაოდენობა კი 7,1%-ით შემცირდა და 89.996 ადამიანი შეადგინა.

საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 1.796.200 მამაკაცი, ხოლო 1.932.400 ქალია. ამასთან, მამაკაცების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში 0,3%-ით გაიზარდა.

არსებული მონაცემებით, შრომისუნარიანი მოსახლეობა (15-დან 64 წლამდე) ქვეყნის მოსახლეობის 64,2%-ს შეადგენს. 14 წლამდე მოსახლეობა 20,5%-ია, 65 წელს ზემოთ მოსახლეობის რაოდენობა კი მთლიანი მოსახლეობის 15,2%-ს შეადგენს.

მოსახლეობის 59,4% ქალაქებში ცხოვრობს, დანარჩენი – სოფლებში, თბილისში კი მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია. 

შობადობა და სიკვდილიანობა საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov
შობადობა და სიკვდილიანობა საქართველოში

 

119
პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის ფაქტები ბოლო 24 საათში

8
(განახლებულია 12:10 18.05.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.240 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 975 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 186 ფაქტია გამოვლენილი.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

8
თამთა გოდუაძე

„არა­სო­დეს იცი, რა მოხ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში...“ - თამთა გოდუაძე მულტიმილიონერზე თხოვდება?

32
(განახლებულია 11:47 18.05.2021)
ვერ წარმოიდგენთ – თამთა გოდუაძის რჩეული პერის ჰილტონის ყოფილი შეყვარებულია. წყვილს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, რაზეც ბერძნული ტაბლოიდები ხშირად წერენ

სა­ბერ­ძნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თამ­თა გო­დუ­ა­ძე სა­ბერ­ძნეთ­ში გრი­გო­რი არ­ნა­უ­ტ­ოღ­ლუს გა­და­ცე­მა­ში, The 2Night Show, იყო მიწ­ვე­უ­ლი, სა­დაც ისა­უბ­რა კა­რან­ტინ­ზე, კა­რი­ე­რა­სა და თა­ვის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. თამ­თა გო­დუ­ა­ძის რჩე­უ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ბერ­ძე­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი პა­რის კა­დი­სო­კოს­ტია. ის პე­რის ჰილ­ტო­ნის ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია.

„თავს ძა­ლი­ან კარ­გად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვგრძნობ. კვი­რა­ში სამ­ჯერ ვვარ­ჯი­შობ და არ ვი­ცავ დი­ე­ტას, რომ წო­ნა­ში და­ვიკ­ლო. ჩემს კვე­ბას ყუ­რა­დღე­ბას სა­ერ­თოდ არ ვაქ­ცევ, მე­ტიც, ძა­ლი­ან ბევ­რს ვჭამ. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დი, კერ­ძებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვამ­ზა­დებ­დი. სა­ბერ­ძნეთ­ში იშ­ვი­ა­თად ვამ­ზა­დებ­დი, მაგ­რამ კა­რან­ტი­ნის დროს ისევ და­ვი­წყე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვამ­ზა­დებ ერთ ძა­ლი­ან კარგ ქარ­თულ კერძს - ხინ­კალს“, - აღნიშნა მომღერალმა.

კი­თხვას, გეგ­მავს თუ არა ოჯა­ხის შექ­მნას და რა­ტომ არ თა­ნამ­შრომ­ლობს თა­ვი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის, პა­რის კა­დი­სო­კოს­ტის ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ას­თან, თამ­თა პა­სუ­ხობს:

„არ ვგეგ­მავ, რომ ოჯა­ხი ისევ შევ­ქმნა. ჩემს პარტნი­ორ­თან ამ სა­კი­თხზე არ ვსა­უბ­რობ. არა­ფერს ვგეგ­მავთ. უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის­თვის მსგავ­სი არა­ფე­რია, თუმ­ცა, არა­სო­დეს იცი, რა მოხ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში. ვნა­ხოთ, არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, არ მგო­ნია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ბევ­რი ახ­სნა სჭირ­დე­ბო­დეს. ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია და ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ვდგა­ვარ“, - ამბობს თამთა.

რო­გორც თამ­თამ აღ­ნიშ­ნა, წი­ნა­და­დე­ბა მი­ი­ღო, რომ წა­ეყ­ვა­ნა მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი The Voice of Greece, თუმ­ცა თავი შე­ი­კა­ვა ბერ­ძნუ­ლი ენის ბა­რი­ე­რის გამო.

32
თემები:
ქართველი სელებრითები