კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / STRINGER ადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.476-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 310.310-ს მიაღწია.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.476 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 923 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 107, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 104, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 47, კახეთი – 44, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 791 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 290.767-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 15 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.110-ს მიაღწია.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
COVID-19 საქართველოში – 30 აპრილის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15.407 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.873 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.106, აჭარაში – 427, იმერეთში – 421.

747 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 150 პირი, მათგან თბილისში – 98, აჭარაში – 10, იმერეთში – 11. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 749 ადამიანი, მათ შორის 402 – თბილისში, 318 – აჭარაში. 10.785 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 85, ხოლო აჭარაში – 14.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32.406 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 22.989 პირი, აჭარაში – 2.767, იმერეთში – 1.314.

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.476-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 310.310-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0