მოდელი და ტელესახე სალომე ღვინიაშვილი Facebook-ზე ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ იგი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დარეგისტრირდა. როგორც აღმოჩნდა, სალომე ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აპირებს აცრას და პირველ რეგისტრირებულებს შორის მოხვდა. როგორც ცნობილია, პირველივე საათებში რეგისტრაციის სურვილი ექვსი ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.
„თუ ყველა არ ავიცრებით და არ ავიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, პანდემია არ დასრულდება! გადაარჩინე სიცოცხლე, შეაჩერე კოვიდ 19“, – დაწერა მოდელმა.
სალომეს ამ ნაბიჯს გულშემატკივრებიც უწონებენ და სწერენ, რომ მოდელი სწორად მოიქცა. „ლამაზი და ჭკვიანი გოგო“, „ისე მიხარია, მეც მოვასწარი დარეგისტრირება“, – უწერენ სალომეს კომენტარებში.