Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნატალია ყიფშიძე ქართველ რეჟისორზეა შეყვარებული – წყვილის რომანტიკული ფოტოები

© Facebook / Natalia Kipshidzeნატალია ყიფშიძე
ნატალია ყიფშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
პოპულარული ოჯახის ასევე ცნობილი წევრი ნატალია ყიფშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე წელია თინეიჯერი გოგონა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

მსახიობ გიორგი ყიფშიძისა და მოდელ კრისტი ყიფშიძის ქალიშვილი ნატალია უკვე 20 წლისაა. გოგონას სხვადასხვა ინტერესი აქვს, სწავლობს, გარდა ამისა, სამოდელო საქმიანობითაც არის დაინტერესებული. მცირე ხნის წინ ის „ბომონდის“ გარეკანისთვისაც გადაიღეს.

ნატალია გარეგნულად დედასაც ჰგავს და მამასაც. ძალიან უყვარს თავის მოვლა და განსხვავებულად ჩაცმა. როგორც მისი „ინსტაგრამის“ პოსტებიდან ირკვევა, ნატალია ამჟამად შეყვარებულია.

მისი რჩეული რეჟისორი გახლავთ – სანდრო ალანია, რომელთან ერთად გადაღებული ფოტოები ახლახან გამოაქვეყნა და დაწერა: „როდესაც გულთან მიმიხუტებ, ეს არის სამყარო, სადაც ვარდები ყვავიან…“

გასულ წელს ნატალია შეყვარებულს, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ გიორგი მდივანს დაშორდა, რომელიც ციფრული მედიის სპეციალისტია. გოგონამ შეყვარებული ოჯახსაც კი გააცნო, თუმცა, როგორც ჩანს, ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა და ახლა ნატალია ახალ სიყვარულთან ერთად ტკბება ცხოვრებით.

ყველა ახალი ამბავი
0