კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.433-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 308.834-ს მიაღწია.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.433 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 904 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 146, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 99, იმერეთი – 79, ქვემო ქართლი – 54, კახეთი – 45, შიდა ქართლი – 39, გურია – 31, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 289.976-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.095-ს მიაღწია.

პანდემია. ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
COVID-19 საქართველოში – 29 აპრილის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 14.737 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.765 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.095, იმერეთში – 423, აჭარაში – 418.

728 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 158 პირი, მათგან თბილისში – 105, აჭარაში – 14, იმერეთში – 10. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 718 ადამიანი, მათ შორის 368 – თბილისში, 318 – აჭარაში. 10.254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 217 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 203, ხოლო აჭარაში – 14. თვითიზოლაციაში იმყოფება 31.415 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 21.768 პირი, აჭარაში – 2.878, იმერეთში – 1.580.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.433-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 308.834-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0